მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული ხმელეთის ცხოველი, კუ ჯონათანი, 191 წლის გახდა

3
უხუცესი ხმელეთის ცხოველი, წმ. ელე­ნეს კუნ­ძუ­ლებ­ზე მცხოვრები გიგანტური კუ (Aldabrachelys gigantea hololissa) სახელად ჯონათანი, რომელმაც თავისი დღეგრძელობით მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო, 191 წლის გახდა. 🥳🐢
ჯონათანის ცხოვრების ისტორია საინტერესოა.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მის დაბადების დღეს აღვნიშნავთ, კუს ზუსტი გამოჩეკვის თარიღი არავინ იცის.
ითვლება, რომ ის დაახლოებით 1832 წელს გამოიჩეკა და 1882 წელს (სავარაუდოდ, 50 წლის ასაკში) საჩუქრად გადაეცა წმინდა ელენეს კუნძულების მომავალ გუბერნატორს, სერ უილიამ გრეი-ვილსონს.
2022 წელს, ჯონათანმა ოფიციალურად მიიღო დაბადების დღის თარიღი წმ. ელენეს კუნძულების ამჟამინდელი გუბერნატორის, ნაიჯელ ფილიპისგან, რომლის თანახმადაც კუ 1832 წლის 4 დეკემბერს გამოიჩეკა.
მიუხედავად მისი ასაკისა, კუს ვეტერინარმა ჯო ჰოლინსმა გინესის მსოფლიო რეკორდებს (GWR) განუცხადა, რომ ის ჯანსაღი მადით ცხოვრობს.
» „მიუხედავად იმისა, რომ მან დაკარგა ყნოსვა და, ფაქტობრივად, კატარაქტის გამო დაბრმავდა, მადას არ უჩივის“, - უთხრა ჰოლინსმა GWR-ს.
ჯონათანი სამ სხვა კუსთან ერთად ცხოვრობს, რომელთა სახელებიცაა: დევიდი, ემა და ფრედი.
დევიდი და ემა მას 1969 წელს შეუერთდნენ, ხოლო ფრედი 1991 წელს.
3