ბავშვთა მსოფლიო დღე !

11
“ ბავშვი სათავეა, დასაწყისი დიდი ადამიანისა.”                  
ილია ჭავჭავაძე                            
20 ნოემბერი ბავშვთა მსოფლიო დღეა!
1987 წელს 4 წლის პაკისტანელმა იკბალ მასიჰმა მწარმოებელ ქარხანაში დაიწყო მუშაობა. ოჯახმა ქარხნის მფლობელებისგან ვალი აიღო, რომელიც ბიჭის სახელზე გაფორმდა. 6 წლის მანძილზე ის სხვა ბავშვებთან ერთად გაუსაძლის პირობებში ცხოვრობდა და მუშაობდა, შემდეგ კი პაკისტანის მონური შრომისგან გამათავისუფლებელმა ორგანიზაციამ (BLLF)  გადაარჩინა და სკოლაში სიარულის საშუალებაც მისცა. 
10 წლის ასაკში იკბალ მასიჰი ორგანიზაციას შეუერთდა და მათთან ერთად 3 ათასი ბავშვის დახმარება შეძლო. ორგანიზაციის სახელით ის ევროპასა და ამერიკაში ჩავიდა და რეებოკის ადამიანის უფლებათა პრიზიც მიიღო. 
“მე ერთი ვარ მილიონებს შორის, ვინც პაკისტანში გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს.” - თქვა მასიჰმა სამადლობელ სიტყვაში. -
“ჩვენთვის BLLF-მ იმდენივე გააკეთა, რამდენიც აბრაამ ლინკოლნმა მონების განთავისუფლებისთვის ამერიკაში.  დღეს თქვენ თავისუფლები ხართ და მეც თავისუფალი ვარ.” 
საერთაშორისო ყურადღება 12 წლის აქტივისტისთვის ფატალურად დასრულდა. ბოსტონიდან სამშობლოში დაბრუნებული მასიჰი სასიკვდილოდ დაჭრეს თუმცა, ის დღემდე რჩება ბავშვების შრომითი ექსპლუატაციის და მონობის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლოდ.🙏🙏🙏
მსოფლიოში ყველა ბავშვი ბედნიერი უნდა იყოს❣️❣️❣️გილოცავთ !
11