მყინვარები სიცოცხლეს მოკლებული არ არიან. მათში ტონობით მიკრობი იმალება

5
არქტიკაში მყინვარები სულაც არ არის ისეთი უსიცოცხლო, როგორც ეს ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს 🧊🦠
• სინამდვილეში, გრენლანდიასა და ისლანდიაში ყინულისა და თოვლის "ხალიჩები" პრაქტიკულად სავსეა სიცოცხლის მიკროსკოპული ფორმებით.
სეზონური ზომბების მსგავსად, ამ ორგანიზმებიდან მრავალი, ზამთრის ძილის შემდეგ, მხოლოდ ზაფხულში იღვიძებს, როდესაც ყინული დნება.
» „მყინვარზე, გამდნარი ყინულის პატარა გუბეში 4000 სხვადასხვა სახეობას შეუძლია მარტივად ცხოვრება“, - ამბობს მიკრობიოლოგი ალექსანდრ ანესიო, შვედეთის ორჰუსის უნივერსიტეტიდან.
„ისინი ცხოვრობენ ბაქტერიებზე, წყალმცენარეებზე, ვირუსებზე და მიკროსკოპულ სოკოებზე.
ეს არის მთელი ეკოსისტემა, რომლის არსებობის შესახებ ბოლო დრომდე არ ვიცოდით“, - დასძინა ანესიომ.
• როდესაც მკვლევრებმა ისლანდიასა და გრენლანდიაში, ორი მყინვარის ყინული და თოვლი შეისწავლეს, მათ მიერ ნანახი ბაქტერიების ნახევარზე მეტი აქტიური იყო.
დანარჩენი მიძინებული ან მკვდარი.
თუმცა, დათბობიდან მხოლოდ და მხოლოდ ერთი დღის შემდეგ, ზოგიერთმა მიძინებულმა მიკრობმა დაიბრუნა გენების წაკითხვისა და ამინომჟავების საშენი ბლოკების წარმოების უნარი.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ თოვლსა და ყინულზე არსებული მიკრობული არსებები სწრაფად რეაგირებენ ყინულის დნობის ცვლილებებზე.
მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია ზოგადად კარგ რამედ ითვლება, ყოველ შემთხვევაში სახეობების დონეზე, ასევე მართალია, რომ ერთ ორგანიზმში მკვეთრმა ცვლილებამ შეიძლება გამოიწვიოს მთელი ეკოსისტემის წონასწორობის დარღვევა.
მომავალში მოსალოდნელია, რომ არქტიკაში ნალექი და ზამთრის დათბობა, კლიმატის ცვლილებასთან ერთად, გაიზრდება და ზოგიერთი მიკრობი უკვე იწყებს სიცოცხლეს.
» „როდესაც გრენლანდიაში ვმოგზაურობ, ვხედავ უზარმაზარ ტერიტორიებს, სადაც ყინული მთლიანად გამუქებულია წყალმცენარეების გამო“, - ამბობს ანესიო.
თოვლისა და ყინულის მუქი ვიზუალი კი ნიშნავს, რომ უფრო მეტი მზის სითბო შეიწოვება, რაც 20 პროცენტით ზრდის დნობას.
თუ ადრე არქტიკული თოვლისა და ყინულის მომავალი არ იყო ნათელი, ახლა იგი პირდაპირი მნიშვნელობით ბნელია.
მთავარი სურათი: Pete Lomchid/GETTY IMAGES
facebook | ჩვენი ვებგვერდი 🚀
5