⚠️ გაფრთხილება: სტატიის შინაარსი შეიძლება შემაწუხებელი იყოს ზოგიერთი მკითხველისთვის.
შესაძლოა, მშობიარობის დროს, ბავშვს თავი მოკვეთეს, ხოლო მისი არ დაბადებული ტყუპისცალი საშვილოსნოში ჩარჩა 😶
• მკვლევრებმა ძველ ეგვიპტეში მშობიარობისას გარდაცვლილი თინეიჯერი გოგონას მუმიფიცირებული ნაშთები გააანალიზეს და ცხადყვეს, რომ გოგონა ტყუპებს აჩენდა.
სამწუხაროდ, მშობიარობა დრამატულად განვითარდა და პირველი ბავშვის თავი მენჯში გაიჭედა, რის შედეგადაც ორივე ჩვილი და დედა გარდაიცვალა.
IFLScience-ს თანახმად, გოგონა 14-დან 17 წლამდე ასაკის უნდა ყოფილიყო.
თავდაპირველად, იგი 1908 წელს ელ ბაგავატის სასაფლაოზე აღმოაჩინეს და იმდროინდელი საველე ჩანაწერები მიუთითებენ, რომ მას ფეხებს შორის ნაყოფი და პლაცენტა ჰქონდა, რამაც ცხადყო, რომ გოგონა სამეანო გართულებების გამო გარდაიცვალა.
საუკუნეზე მეტი ხნის გასვლის შემდეგ, მუმია ახლიდან, სხეულის კომპიუტერული ტომოგრაფიის მეშვეობით შეისწავლეს, რათა ზუსტად დაედგინათ, რა შეიძლება განვითარებულიყო არასწორად.
მათდა გასაკვირად, სკანირებამ გამოავლინა ქალის გულმკერდის ღრუში მეორე ნაყოფის არსებობა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ იგი ტყუპებზე იყო ორსულად.
გარდა ამისა, მკვლევრებმა შენიშნეს, რომ ქალის ფეხებს შორის არსებულ ბავშვს თავი არ ჰქონდა.
უფრო დეტალურად შემოწმების შემდეგ, ისინი მიხვდნენ, რომ ბავშვის თავი ჯერ კიდევ დედის მენჯში იყო გაჭედილი, რის გამოც ეჭვი გაუჩნდათ, რომ ნაყოფს მშობიარობისას თავი მოკვეთეს.
ამ საშინელი შედეგის ყველაზე სავარაუდო ახსნა არის ის, რომ ბავშვი იბადებოდა ფეხებით.
მსგავსი პოზით დაბადებისას, ნაყოფი ზოგჯერ თავს მკერდს აცილებს, რაც ართულებს დაბადების პროცესს.
კვლევის ავტორების აზრით, იშვიათ შემთხვევებში, ამან შეიძლება გამოიწვიოს "ნაყოფის თავის ტრავმული მოკვეთა", და ეს უკანასკნელი ერთ-ერთი ასეთი საშინელი შემთხვევაა.
გოგონას (დედა) სიკვდილის მიზეზიც სწორედ ეს ტრაგიკული შემთხვევა გახდა.
რაც შეეხება მეორე ნაყოფს, მკვლევრები ეჭვობენ, რომ ბალზამირებაზე პასუხისმგებელმა პირებმა შესაძლოა არ იცოდნენ, რომ ქალი ორსულად იყო ტყუპებზე და ამიტომ, მუმიფიცირებამდე, ნაყოფის სხეულიდან ამოღება არ მოხდა.
ხოლო, როდესაც მუმიის დიაფრაგმა დაიშალა, არ დაბადებული ნაყოფი საშვილოსნოდან გულმკერდის ღრუში გადავიდა.
» „დედისა და მისი შვილების ეს გამოკვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რამდენად საშიში იყო ორსულობა და მშობიარობა იმ პერიოდში“, -
წერენ კვლევის ავტორები. ძველ ეგვიპტეში ტყუპების დაბადება ძალიან არასასურველად ითვლებოდა და ხშირად ცდილობდნენ ამ ყოველივეს თავიდან არიდებას შელოცვებითა და მაგიური ფორმულებით.
მუმიის ფოტო და რენტგენული გამოსახულებები ნახეთ 𝙁𝙋-ს
კონტენტ ჰაბში.