მწვანე ბაზარი I სოციალური მარკეტი

9
"ვინტილატორისა" და "ბეთერფლაის" ორგანიზებით  3 და 4 ივნისს,  9 აპრილის ბაღში გაიმართება ღონისძიება "მწვანე ბაზარი". 
ფესტივალი, რომელიც წელს პირველად შედგება ერთგვარი სოციალური თავშეყრაა,  ვინტაჟური, მდგრადი, მწვანე ნივთებისა და სოციალური საწარმოების ეკო-მარკეტია. 
მწვანე მომავალი უფრო აქტუალური ხდება ჩვენს სოციუმში. საზოგადოების დიდი ნაწილი გააზრებას იწყებს იმისა, თუ რამხელა ზიანის მომტანია ქცევაში გამჯდარი მავნე ჩვევები დედამიწისთვის და შესაბამისად ჩვენთვისაც. ამის მიუხედავად ხანდახან რთულია რაციონალურად იფიქრო და სწორი გადაწყვეტილებები მიიღო. 
პასუხისმგებლობის და განათლების ასამაღლებლად ზუსტად ასეთი ფესტივალები დაგვეხმარება. მარკეტის გარდა "მწვანე ბაზარი" ინფორმაციის გაცვლის პლატფორმასაც წარმოადგენს. მისი ყველა პარტნიორი მაღალი სოციალური კორპორაციული პასუხისმგებლობით გამოირჩევა.
"პირველი, ბაზარზე ცინცხალი სიურპრიზებითა და სიყვარულით, სიფერადით გაჯერებულ მარკეტი დაგხვდებათ, რადგან მწვანე მომავლის ძიებაში ახალი თაობა ახალ რეალობას ირგებს, სადაც მდგრადობა, პასუხისმგებლიანი პროდუქტის შექმნა და შეძენა არის უპირატესი. სწორედ ამიტომ, მწვანე ბაზარზე ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი ხართ თქვენ!"- ორგანიზატორები.  
მარკეტზე დაგხვდებათ: სოციალური საწარმოები და მწვანე მეწარმეები,  მდგრადი მოდისა და პროდუქტის შემქმნელები,  ვინტაჟური სამოსისა, აქესუარებისა და შეკეთებული ნივთების ზონა,  კვება ბაზარზე გვექნება ვეგეტარიანული, ხოლო ბარი დახუნძლული, თან შესაშურ ფასად,  Collective Failure-ს ინსტალაციები,  საუბრებისა და ვორქშოფების სივრცე,  სპონსორების, პარტნიორებისა და მხარდამჭერების ინტერაქტიული აქტივობები.
ფესტივალში მონაწილეობის მისარებად შეგიძლიათ შეავსოთ ფორმა: მწვანე ბაზარი
9