ცხოველთა სამეფოში ფრინველები ყველაზე ფერადი არსებები არიან და როგორ გაჩნდა ყველა ეს საოცრად ფერადი სახეობა? 👇🏼
• თითქმის ყველა ფრინველი კაშკაშა წითელი, ნარინჯისფერი და ყვითელი ბუმბულით ან ბეწვით იყენებს პიგმენტების ჯგუფს, რომელსაც კაროტინოიდები ეწოდება.
თუმცა, ამ ცხოველებს არ შეუძლიათ უშუალოდ თავად აწარმოონ კაროტინოიდები, ის უნდა მიიღონ იმ მცენარეებიდან, რომლებსაც მიირთმევენ ყოველდღიურად.
ამას ვერ ვიტყვით თუთიყუშებზე, რადგან მათ სრულიად ახალი გზა შეიმუშავეს ფერადი პიგმენტების (psittacofulvins-ფსიტაცინები) საწარმოებლად.
მეცნიერებმა შეისწავლეს თუთიყუშები და სკვინჩები, რათა გაეგოთ, თუ როგორ აკონტროლებენ თავიანთი ბუმბულის ყვითელ-წითელ ფერს.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ფრინველები იყენებენ სხვადასხვა პიგმენტებს თავიანთი ფერების წარმოსაქმნელად, ისინი ერთი და იგივე გზით განვითარდნენ.
ერთ კვლევაში ჩართულმა მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ფერმენტი, სახელად ALDH3A2, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბუმბულის ფერში:
ბევრი ALDH3A2 = ყვითელ ბუმბულს;
ნაკლები ALDH3A2 = წითელ ბუმბულს.
ეს ფერმენტი აქცევს წითელ პიგმენტებს ყვითლად და წარმოქმნის ფრინველის კაშკაშა ფერებს.
მუქი ლორისა (თუთიყუშის სახეობა გვინეადან) და გრძელკუდიანი სკვინჩების შესწავლით, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მხოლოდ რამდენიმე გენი და პიგმენტური ცვლილებები აკონტროლებს ამ ფერთა ცვლას.
მუქ ლორებში ფერმენტი ALDH3A2 განსაზღვრავს ბუმბულის ფერს.
ფერმენტის მაღალი შემცველობა ბუმბულს აყვითლებს, დაბალი შემცველობა კი ბუმბულს წითელს ხდის.
გრძელკუდიან სკვინჩებში ორი გენი, CYP2J19 და TTC39B, საკვებიდან მიღებულ ყვითელ პიგმენტებს წითლად გარდაქმნის.
ამ გენების მუტაციამ შეიძლება წითელი ნისკარტები გააყვითლოს, გამორთოს მუტაციის პროცესი უშუალოდ ნისკარტში, მაგრამ დატოვოს იგი აქტიური სხეულის სხვა ნაწილებში, როგორიცაა თვალები.
რაც შეეხება ერთ ატომს, პიგმენტში დამატებულ ჟანგბადის ერთ ატომს შეუძლია შეცვალოს ფერი, რაც ქმნის გარეგნულ სხვაობებს.
ეს კვლევა ხაზს უსვამს იმას, თუ როგორ შეიძლება მცირე გენეტიკურმა ცვლილებებმა ევოლუცია მართონ, გახადოს ფრინველები უფრო მიმზიდველი პარტნიორებისთვის ან უკეთ მოარგოს ისინი ირგვლივ არსებულ გარემოს.
დროთა განმავლობაში ამ ცვლილებებმა შესაძლოა ახალი სახეობების გაჩენაც კი გამოიწვიოს.