მირქმა ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაულია ჩვენთვის მართლმადიდებლებისათვის. ყოველი მორწმუნე ქრისტიანი თანაზიარი ვხდებით მართალი სვიმეონის სიხარულისა, რომელიც გულში იხუტებს ყრმა იესოს და სთხოვს მშვიდობას, ბედნიერებას, კაცთა შორის სათნოებას და სულის ცხონებას. განუზომელია იმ სიხარულის და სიყვარულის გადმოცემა რომელსაც პატარას ჩახუტებისას განვიცდით ხოლმე, უფალთან მიახლოვება, მასთან სულიერი შერწყმა ხომ ნამდვილი ნეტარებაა.
ღმერთმა მოგვმადლოს, მირქმის, უფალთან სულიერი შერწყმის, მიგებების მადლი.❤️❤️❤️