ნამარხი ცხადყოფს, რომ ნეანდერტალელები დაუნის სინდრომის მქონე 6 წლის ბავშვზე ზრუნავდნენ

5
ესპანეთში, გამოქვაბულში ნაპოვნი ნეანდერტალელი ბავშვის ყურის ძვლის უნიკალური ფორმა მიუთითებს, რომ მას დაუნის სინდრომი ჰქონდა 🧒🏼👂🏼
• აღმოჩენა გახლავთ დაუნის სინდრომის პირველი ცნობილი შემთხვევა ნეანდერტალელებში, ჩვენს უახლოეს ნათესავებში, რომლებიც ევრაზიაში დაახლოებით 400 000-დან 40 000 წლის წინ ცხოვრობდნენ.
Live Science-ს თანახმად, ის ფაქტი, რომ გოგონა ადრეულ ასაკში გადარჩა, იმაზე მეტყველებს, რომ მასზე ნეანდერტალელთა ჯგუფი ზრუნავდა, რაც ასევე იმის მტკიცებულებაა, რომ ნეანდერტალელები ალტრუისტულ [1] ქცევას ავლენდნენ.
» ,,ამ ბავშვს ზრუნვა მინიმუმ 6 წლის განმავლობაში დასჭირდებოდა, რაც სავარაუდოდ იმის საჭიროებასაც აჩენდა, რომ გუნდის სხვა წევრები დედას დახმარებოდნენ ბავშვის მოვლაში,” - წერენ მკვლევრები ჟურნალ Science-ში გამოქვეყნებულ ნაშრომში.
ყურის ძვალი თავდაპირველად 1989 წელს განამარხეს "შავ გამოქვაბულში", ქალაქ ვალენსიის პროვინციაში.
ამავე გამოქვაბულში აღმოჩენილი ნეანდერტალელების სხვა ნაშთები თარიღდებიან 273 000-დან 146 000 წლამდე.
თუმცა, როგორც მკვლევრები აცხადებენ, ძვალი - ძვლის ფრაგმენტი - უკვე შერწყმული იყო ცხოველის ნაშთებთან და ბოლო დრომდე არ იყო იდენტიფიცირებული.
ჯგუფმა გამოიყენა კომპიუტერული ტომოგრაფია ძვლის სკანირებისთვის, რამაც მათ საშუალება მისცა შეექმნათ მისი ციფრული 3D მოდელი (იხ. თანდართული გამოსახულება).
ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ ბავშვის ყურის ძვალი არარეგულარული ფორმის იყო, რაც შეესაბამება დაუნის სინდრომს.
მას ასევე ჰქონდა სხვა უჩვეულო ასპექტები, მათ შორის პატარა ლოკოკინა და გვერდითი ნახევარწრიული არხის (LSC) ანომალიები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სმენის დაქვეითება და ძლიერი თავბრუსხვევა, ნათქვამია ნაშრომში.
თუმცა, რადგან დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს აქვთ 21-ე ქრომოსომა, გენეტიკური ტესტის გაკეთება იქნება საჭირო, რათა დადგინდეს, ჰქონდა თუ არა ბავშვს ეს მდგომარეობა რეალურად.
და, თუ ეს ასე იყო, გოგონას ჯგუფის რამდენიმე წევრის ზრუნვა დასჭირდებოდა.
კარგად ცნობილია, რომ ნეანდერტალელები თავიანთ სოციალურ ჯგუფებში მართლაც ზრუნავდნენ დაავადებულ წევრებზე.
თუმცა, ყველა ცნობილი მზრუნველი ინდივიდი უკვე ზრდასრული იყო, ამიტომ გაურკვეველია, ნეანდერტალელები ამას ალტრუიზმის გამო აკეთებდნენ, თუ მხოლოდ მათზე ზრუნავდნენ, ვინც სანაცვლოდ დახმარებას შეძლებდა.
იმის გათვალისწინებით, რომ გოგონა ვერ შეძლებდა სანაცვლოდ დახმარებას, უნდა ვივარაუდოთ, რომ ნეანდერტალელები ალტრუისტები იყვნენ.
[1] ალტრუიზმი - ზნეობრივი პრინციპი, რომელიც ნიშნავს სხვა ადამიანებისადმი უანგარო სამსახურს.
5