ნარცისი და გოლდმუნდი

6
„შენ ჩემი არ უნდა გშურდეს, გოლდმუნდ. ისეთი სიმშვიდე არ არსებობს, როგორსაც შენ გულისხმობ. სიმშვიდე, ცხადია არის, მაგრამ არა ისეთი, ჩვენში ხანგრძლივად რომ იმკვიდროს და აღარ დაგვტოვოს, ერთი სიმშვიდე არსებობს მხოლოდ, უწყვეტი ბრძოლით მოპოვებული და დღითი დღე ახლიდან დასაძლევი. შენ მასთან ჭიდილში ვერ მხედავ, შენ არც ჩემი წინააღმდეგობანი იცი მეცადინეობისას და არც ჩემი ბრძოლები სამლოცველოში. კარგია, რომ არ იცი. შენ მარტო იმას ხედავ, რომ შენზე ნაკლებად ვარ გუნებაწამხდარი, რასაც შენ სიმშვიდეს ეძახი. ეს კი ბრძოლაა, ეს სამსხვერპლო შერკინებაა, როგორც ყოველი მართალი ცხოვრება, შენიც მათ შორის”.
, , აღარასოდეს!" უბრძანებდა გონება.
– "ხვალ ისევ!" - ემუდარებოდა გული."
ჩვენ ორნი, ჩემო ძვირფასო, ვართ მზე და მთვარე, ზღვა და ხმელეთი. ჩვენი მიზანი ერთმანეთში გადასვლა კი არა , ერთმანეთის შეცნობაა..
"როგორ აპირებ სიკვდილს, ნარცის, შენ ხომ დედა არა გყავს და მას არ ემორჩილები? უდედოდ არ შეიძლება სიყვარული, უდედოდ არც სიკვდილი შეიძლება".
6