,,ნასამ’’ კოსმოსში ექსპერიმენტული კოსმოსური ხომალდის იალქნები წარმატებით გაშალა

4
ექსპერიმენტული ხომალდი მზის სისტემაში მზის სინათლის წნევის მეშვეობით გადაადგილდება ☀️⚡🚀
✦ Advanced Composite Solar Sail System-ი გახლავთ ექსპერიმენტული პროექტი, რომელიც გულისხმობს კოსმოსური ხომალდის გადაადგილებას მხოლოდ მზის სინათლის წნევით.
Sciencealert-ის თანახმად, ამჟამად, ხომალდის იალქნები წარმატებითაა გაშლილი და სინათლის წნევას მზისგან იღებს, რათა ამოძრავდეს.
პროექტი ახლა იმ ეტაპზეა, რომ გავიგოთ როგორ უმკლავდება ხომალდი მზის სინათლის წნევას.
როგორც ირკვევა, იალქნების განლაგებამდე, ხომალდი სივრცეში უბრალოდ მიტივტივებდა და გაშლის შემდეგ, გუნდი ცდილობს იმის გარკვევას, შეძლებს თუ არა ხომალდი მათი მეშვეობით გადაადგილებას.
იალქნების მიერ მზის სინათლის არეკვლის გამო, ხომალდი ღამის ცაზე მარტივად შესამჩნევია.
საჭიროა "ნასას" აპლიკაცია, რათა მარტივად მოძებნოთ ცაზე აღნიშნული ხომალდი.
იალქნებით გადაადგილება ჭკვიანური ტექნოლოგიაა, რომელიც მზის სინათლის წნევას დაბალი დონის ბიძგების წარმოსაქმნელად იყენებს.
როდესაც სინათლის ფოტონები იალქნების ზედაპირზე ეცემიან, ისინი იმპულსს გადასცემენ (იალქნებს) და, შესაბამისად, კოსმოსური ხომალდი იწყებს აჩქარებას.
ცხადია, ბიძგი მცირეა, მაგრამ დიდი ხნის განმავლობაში გამოყენებისას შეიძლება იყოს ძალიან ეფექტური გზა მცირე კოსმოსური ხომალდის გადასაადგილებლად.
კოსმოსში იალქნები პირველად იაპონიის კოსმოსურმა სააგენტომ 2010 წელს გაშალა და სააგენტოს მიერ გაშვებულ ხომალდს IKAROS-ი ერქვა.
ამჟამად, "იკაროსი" ისევ მზის სისტემაში გადაადგილდება, თუმცა მონაცემებს ვეღარ გადმოგვცემს.
მისი ძირითადი მისია იალქნების გაშლა იყო, რაც წარმატებით შეასრულა და შემდეგ შევიდა ჰელიოცენტრულ (მზეზე ორიენტირებული ორბიტა) ორბიტაზე.
4