,,ნასამ’’, საერთაშორისო კოსმოსური სადგურის დასაშლელად, ,,სფეის იქსი’’ შეარჩია

4
მსოფლიო თანამშრომლობის გასაოცარმა მაგალითმა მუშაობა სამუდამოდ უნდა დაასრულოს 🛰️
✦ NASA-მ განაცხადა, რომ SpaceX-ი შეარჩია, რათა ააშენოს მოწყობილობა, რომელიც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს (ISS) დედამიწის ატმოსფეროში შემოიყვანს და წყნარ ოკეანეში ჩაუშვებს მას შემდეგ, რაც 2030 წელს გიგანტური სტრუქტურა ექსპლუატაციიდან გამოვა.
კოსმოსურმა სააგენტომ ილონ მასკის კომპანიასთან დაახლოებით 843 მილიონი დოლარის ღირებულების კონტრაქტი გააფორმა, რათა შექმნას და "ნასას" გადასცეს კოსმოსური ხომალდი სახელწოდებით US Deorbit Vehicle.
» „US Deorbit Vehicle-ის არჩევა NASA-სა და მის საერთაშორისო პარტნიორებს დაეხმარება უზრუნველყონ საერთაშორისო კოსმოსური სადგურის უსაფრთხო და საპასუხისმგებლო დეორბიტირება დედამიწის დაბალი ორბიტიდან, როდესაც სადგური დაასრულებს ოპერირებას“, - თქვა NASA-ს სპიკერმა.
როგორც ცნობილი ხდება, ხომალდის აშენების შემდეგ, "ნასა" ჩაიბარებს და უშუალოდ გააკონტროლებს მას მთელი მისიის განმავლობაში.
ISS-ი იწონის 430 000 კილოგრამს და გახლავთ ყველაზე დიდი სტრუქტურა, რომელიც ოდესმე აშენებულა კოსმოსში.
ინჟინრების თანახმად, სტრუქტურის დაშლა სამ ეტაპად მოხდება:
პირველ ეტაპზე ჩამოეხსნება მზის მასიური პანელების მასივები და რადიატორები, შემდეგ ცალკეული მოდულები ჩამოშორდებუან ძირითად სტრუქტურას, ბოლოს კი ძირითადი სტრუქტურა და დარჩენილი მოდულები დაიშლებიან.
მასალის უმეტესი ნაწილი აორთქლდება, მაგრამ მასიური ნაწილები, სავარაუდოდ, გადაურჩებიან ჩვენს ატმოსფეროს.
სწორედ ამ მიზეზით, NASA-მ ISS-ის განსასვენებელ ადგილად წყნარი ოკეანის ტერიტორია, წერტილი ნემო შეარჩია.
ამ წერტილის შესახებ იხილეთ "მომავლის პოსტის (𝙁𝙋) რილსი.
ISS-ის პირველი სეგმენტი 1998 წელს გაეშვა და 2001 წლიდან იგი მუდმივად მასპინძლობს საერთაშორისო ეკიპაჟებს.
აშშ-მ, იაპონიამ, კანადამ და ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ (ESA) აიღეს ვალდებულება, რომ სადგურის ფუნქციონირებას 2030 წლამდე დაუჭირონ მხარი.
ამავდროულად, რუსეთმა (ოკუპანტი) განაცხადა, რომ ვალდებულებას მხოლოდ 2028 წლამდე იღებს.
რამდენიმე კომპანია უკვე მუშაობს, რათა ISS-ის მემკვიდრე შეიქმნას.
ამ კომპანიებში მოიაზრებიან Axiom Space-ი და ჯეფ ბეზოსის Blue Origin-ი.
კაცობრიობის უდიდეს კოსმოსურ პროექტზე (ISS-ზე) 𝙁𝙋-ს საინტერესო და დეტალური ინფოგრაფიკა ნახეთ აქ.
მომზადებულია Agence France-Presse-ს მიხედვით.
4