ნახეთ: მსოფლიოში პირველი ვიდეო, რომელიც ქამელეონის სიცოცხლის ბოლო წუთებს ასახავს

5
თურმე, სიკვდილამდე ფერების დემონსტრირება ახასიათებთ ​🦎😔
• არსებები, რომლებსაც თავიანთ სხეულებზე ფერების შეცვლა შეუძლიათ, უფრო ხშირია, ვიდრე ფიქრობთ.
მაგალითად, ირმის თვალები ზამთარში იცვლიან ფერს, ხოლო თევზის თვალები შავდებიან მაშინ, როდესაც არსება ბრაზობს.
ახლახან, დოკუმენტური ფილმის შემქმნელები შეესწრნენ ლაბორდის ქამელეონის სიკვდილს (Furcifer Labordi), რა დროსაც, სიკვდილის დადგომამდე, არსებამ ფერების სწრაფი მონაცვლეობა განიცადა.
» „როდესაც კადრებს ვუყურებდით, გაოგნებული და აღფრთოვანებული ვიყავით - ეს ის არის, რაც მეცნიერებს აქამდე არასდროს უნახავთ ველურ ბუნებაში“, - თქვეს პროდიუსერმა ვალერია ფაბრი-კენედიმ და ჰერპეტოლოგმა კრის რაქსვორტმა Live Science-თან.
IFLScience-ს თანახმად, გუნდმა ახალი სერიალისთვის (Big Little Journeys), Time-Lapse ფოტოგრაფიის მეშვეობით, აღბეჭდა ქამელეონის სიცოცხლის ბოლო რამდენიმე ფერადი საათი მადაგასკარში, კირინდის ტყეში.
გარდა ბოლო საათებისა, მკვლევრებმა ასევე მოახერხეს დაეფიქსირებინათ კვერცხების დადება და ქამელეონის მიერ მათი დამარხვის პროცესი, რათა კვერცხები დაცული ყოფილიყვნენ ამინდის მკაცრი პირობებისგან მადაგასკარის მშრალ სეზონზე.
» „მდედრები მთელ ენერგიას ხარჯავენ იმ კვერცხების წარმოებაში, რომლებიც მიწისქვეშ უნდა გადაურჩნენ გვალვის ხანგრძლივ პერიოდს“, - ამბობენ ფაბრი-კენედი და რაქსვორტი.
,,ქამელეონები იღუპებიან კვერცხების დადებიდან სულ რამდენიმე საათში, რადგან მათ თითქმის არ რჩებათ რესურსი.”
"ფერების ჩვენება" ხდება კანის უჯრედების რამდენიმე ფენის წყალობით.
Wired-ის თანახმად, ზედა ფენა გამჭვირვალეა, ხოლო ქვედა ფენები შეიცავენ უჯრედებს, რომლებიც ცნობილი არიან როგორც ქრომატოფორები.
თითოეულ ქრომატოფორს აქვს სხვადასხვა ტიპის პიგმენტი, ზოგი უფრო ღრმადაა განთავსებული და შეიცავს მელანინს, ხოლო ზედა ნაწილს შეიძლება ჰქონდეს ყვითელი ან წითელი პიგმენტები.
როდესაც ქამელეონი იცვლის ტემპერატურას ან განწყობას, ნერვული სისტემა ააქტიურებს პიგმენტების შემცველ ტომრებს, რაც ქამელეონის მთელ სხეულზე წარმოქმნის ფერთა სპექტრს.
» „სიკვდილის დროს, ნერვული სიგნალები კვლავ განაგრძობენ აქტიურობას და ახდენენ კანის უჯრედების ფორმის შეცვლას, რაც ქმნის ქაოტურ და მრავალფეროვან ნიმუშებს კანზე“, - თქვეს ფაბბრი-კენედიმ და რაქსვორტიმ.
სწორედ ამ ყოველივეს დაფიქსირება მოხერხდა ისტორიაში პირველად - ვიდეოს ნახვა შეგიძლიათ ბმულზე.
ლაბორდას ქამელეონი უჩვეულო სახეობაა, რომლის სიცოცხლის ხანგრძლივობაც მხოლოდ ოთხიდან ხუთ თვემდე მერყეობს.
ქამელეონისებრთა ეს სახეობა სიცოცხლის უმეტეს ნაწილს, ცხრა თვეს, კვერცხებში ატარებს.
The Guardian-ის ცნობით, წიწილები ჩვეულებრივ ნოემბერში იჩეკებიან და ორი თვის შემდეგ იწყებენ გამრავლებას.
თებერვლისთვის, მათზე უკვე შეინიშნება დაბერების ნიშნები და ხეებიდანაც კი ვარდებიან მოჭიდების შესუსტებული უნარის გამო.
ექსპერტები თვლიან, რომ ასეთი ხანმოკლე სიცოცხლე შეიძლება გამოწვეული იყოს მადაგასკარში არსებული მკაცრი სეზონური ცვლილებებით.
5