2015 წლის დეკემბერში პარიზის კლიმატის კონფერენციაზე (COP21) 195-მა ქვეყანამ მიიღო პირველი იურიდიულად სავალდებულო კლიმატის გლობალური შეთანხმება. ამ შეთანხმების მიზანია გლობალური დათბობის შეზღუდვა 2°C-ზე ქვემოთ და ძალისხმევის გაგრძელება მის შესაზღუდად 1.5°C-მდე. ამ მიზნის მისაღწევად გადამწყვეტია CO2-ის ემისიის შემცირება; ევროკავშირი მუშაობს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებლადდა ემისიის შესამცირებლად.