ნეთფლიქსმა სერიალ "Wednesday"-ის პირველი სრულმეტრაჟიანი თრეილერი გამოაქვეყნა

6
დამეთანხმებით, წლების განმავლობაში "Addams Family"-ის არა ერთი ადაპტაცია და ვერსია იხილა მსოფლიომ, მათ შორის 60-იანების სატელევიზიო შოუ, 90-იანებში გამოქვეყნებული  სრულმეტრაჟიანი ფილმი თუ 2010 წელს დადგმული ბროდვეის სპექტაკლი, საინტერესოა, რომ კომედიური ჰორორ ისტორია თანამედროვე თაობისთვის კიდევ ერთხელ ბრუნდება ეკრანზებზე, თანაც ტიმ ბარტონის ხელმძღვანელობით. 
"ადამსების ოჯახი" არის გამოგონილი პერსონაჟების ჯგუფი, შექმნილი ამერიკელი კარიკატურისტის, ჩარლზ ადამსის მიერ . 
სიუჟეტის ორიგინალური, სატირული სცენარის მიხედვით, ისინი საკმაოდ უცნაურ, არისტოკრატულ ოჯახს წარმოადგენენ, რომლებიც გატაცებულნი არიან ე.წ მაკაბრით და წარმოდგენაც არ აქვთ იმის შესახებ, თუ რამდენად უცნაურად და საშიშად აღიქმებიან ხალხის მიერ. 
ახალი სერიალი, სახელწოდების და ახლა უკვე თრეილერის მიხედვით, ვენსდეი ადამსის, მოტრიცია და გომეს ადამსების ქალიშვილის, შესახებ გვიყვება. მას, უკონტროლო ქცევის საპასუხოდ მშობლები Nevermore Academy-ში გზავნიან, რომელიც სხვა სასწავლებლებისგან განსხვავებით მისი უცნაური პერსონისთვის უფრო შესაფერისი სივრცეა. 
"შენ გეყვარება Nevermore-ი", - ეუბნება მას მამა, გომეს ადამსი. "ეს არის ჯადოსნური ადგილი, სადაც დედაშენი გავიცანი."
"Wednesday"-ის სრულმეტრაჟიანი თრეილერი Netflix-მა რამდნიმე საათის წინ გამოაქვეყნა. 
სერიალში მთავარ როლს ჯენა ორტეგა შეასრულებს, მასთან ერთად ქასთს, კეტრინ ზეტა-ჯონსი(მორტიცია ადამსი), რიკი ლინდჰომი, ჯეიმი მაკშეინი, ჰანტერ დუჰანი, ჯორჯი ფერმერი, მოზა მოსტაფა და სხვა მსახიობები უერთდებიან.
საინტერესოა, რომ კრისტინა რიჩი, რომელმაც 1991 წელს გამოქვეყნებულ,  ბარი სონენფელდის ფილმში "Addams Family"-ი  Wednesday განასახიერა, ასევე გამოჩნდება სერიალში,  თუმცა მისი ზუსტი როლი ჯერ არ არის გამჟღავნებული. 
6