დღეს, წმიდა ნიკოლოზის ხსენების დღეა...
წვიმიანი დღე დაიწყო იმით, რომ ნიკოს დედის გოდებანარევი წერილი წავიკითხე აქ, Feedc-ზე...მოსვენება დავკარგე...ასე აღმოვჩნდი მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძრის ეზოში, მომავლის ბიჭის ხესთან... ის მედგრად გაჰყურებს უსასრულობას და მონატრებული შვილის საუკუნოდ ხსენებას აღუთქვამს ნუგეშად ნიკოს დედას...მამას...სრულიად საქართველოს.
კანონად სარწმუნოებისა და ხატად სიმშვიდისა, და მოძღვრად მარხვისა გყო შენ ქრისტემან, სამწყსოსა შენისათვის ჭეშმარიტებით, ამისთვისცა მოიგე სიმდაბლითა სიმაღლე და სიგლახაკითა სიმდიდრე, წმიდაო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.
ნიკოლოზობას გილოცავთ!..
P.s. მართლმსაჯულების პროცესზე მოგვიანებით, ეტაპობრივად მოგითხრობთ...