ნიკოლ კიდმანმა Big Little Lies-ის მესამე სეზონი დააანონსა

8
HBO-ს სერიალი პრესტიჟული სკოლის მოსწავლეების მშობლების შესახებ გამოსვლის დღიდან პოპულარულია მთელ მსოფლიოში. Big Little Lies-ის პირველი და მეორე სეზონი 2017-2019 წლებში გამოვიდა. სცენარი მაღალი კლასის ოჯახების გარშემო ვითარდება, რომელთა ცხოვრება ერთი შეხედვით სრულყოფილია, თუმცა სიუჟეტის განვითარებასთან ქალბატონების წრეში გაურკვეველი მკვლელობა ხდება. 
სერიალში მონაწილეობენ ჰოლივუდის ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან მერილ სტრიპი, რიზ ვიზერსპუნი, ნიკოლ კიდმანი, ზოი კრავიცი, შეილინ ვუდი და ლაურ დერნი. 
ნიკოლ კიდმანის უახლესი განცხადებით დადასტურდა ინფორმაცია, რომ გახმაურებულ შოუს მესამე სეზონიც ექნება. 
"Big Little Lies-ის განსაკუთრებულად მიყვარს, მასზე მუშაობის შესაძლებლობა სწორედ მაშინ მომეცა, როცა უკვე პენსიაზე გასვლაზე ვფიქრობდი. ამ დროს პირიქით, მე და რიზ ვიზერსპუნს შოუს პროდიუსინგის შემოგვთავაზეს. შედეგი ძალიან წარმატებული აღმოჩნდა" 
"თქვენი ინფორმაციისთვის, მესამე ნაწილიც გზაშია" - ნიკოლ კიდმანი. 
კომენტარი ჯერ-ჯერობით ქასთის სხვა წევრს ან თავად პროდუქციას არ გაუკეთებია, თუმცა კიდმანის კომენტარი ცხადყოფს, რომ მესამე სეზონზე მუშაობა მიმდინარეობს. 
8