“ნიკოს ფონდი“ რეგიონებში მცხოვრებ მასწავლებლებს საჩუქრად წიგნებს გადასცემს

8
📚 აპრილი წიგნის ჩუქების თვეა, რომლის ფარგლებში, ჩვენი ფონდი უერთდება ამ ინიციატივას. ნიკო კვარაცხელიას სახელობის ფონდი რეგიონებში მცხოვრებ მასწავლებლებს საჩუქრად წიგნებს გადასცემს.  
მასწავლებლებს ძალიან დიდი როლი ენიჭებათ მომავლის ჩამოყალიბებაში. მათ ხელში ყალიბდებიან ახალგაზრდები ღირსეულ მოქალაქეებად. შესაბამისად, ჩვენ ვალდებულნი ვართ მათ ყველანაირად შევუწყოთ ხელი, რათა აბსოლუტურად ყველა მოსწავლეს ჰქონდეს საშუალება, რომ მიიღოს ღირსეული განათლება.
მასწავლებლებისთვის რესურსების მიწოდებითა და სხვა სახის დახმარებებით ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას საგანმანათლებლო თანასწორობის მიმართ. წიგნიერი თაობა აშენებს ნათელ, ლაღ და განვითარებულ მომავალს, წიგნი კი მთავარი საშენი იარაღია ამ გზაზე! 
როგორც ჯოზეფ ედისონი ამბობდა - „კარგი წიგნი - ეს არის საჩუქარი, რომელიც ავტორმა უანდერძა კაცობრიობას.“ #აჩუქეწიგნი - კი აპრილის თვის წიგნიერების ზეიმია! ეს კამპანია არის უდიდესი მნიშვნელობის მატარებელი, გამომდინარე მისი იდეიდან!
📖 #აჩუქეწიგნი და შემოუერთდი შენც ამ ინიციატივას!
8