ნიკოს…

21
❤️❤️❤️❤️
მანდ,  სადაც ხარ, ჩვენო ნიკო, რანაირი მთებია?
მზის სხივები დილაობით ვის სულს ეგებებიან?
ქარი თუ ქრის,  ანდა კაცი კაცს თუ ხვდება ღიმილით,
უყვართ, განა? ან თუ სტკივათ ერთმანეთის ტკივილი?
აქ წვიმაა,  ვერ იდარა,  რაც შორეთში წახვედი,
მაინც ბრუნავს დედამიწა,  ათას ტანჯვის მნახველი,
ხეებს ყოველ შემოდგომით ისევ სცვივათ ფოთლები
და ბავშვივით მჯერა,  რომ შენც სადმე განმეორდები...
დრო მიდის და ქვიშა რჩება,  წყალს მიჰყვება სიზმარი,
იმ სიზმარშიც ვერაფერი,  ვერაფერი გითხარი...
მანდ როგორ ხარ,  ნიკო ბიჭო … ჩვენ აღარა გვიჭირს რა,
ოღონდ ჟანგი შეეპარა ამ გულსა და იმ ჭიშკარს,
ჩვენს სოფელში ძველებურად ღამდება და თენდება,
სადღაც ვიღაც იბადება,  იზრდება და ბერდება,
და, მგონია,  ეს ცხოვრება ერთი დიდი წიგნია,
სადაც აღარ ბრუნდებიან,  თუკი ერთხელ მიდიან... 💔
21