ნიკო კვარაცხელიას სახელობის IT სკოლის პირველ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ

ByFeedcGeorgia 17 Aug, 2022
20
წალენჯიხაში, Feedc-ის დამფუძნებლის, ნიკო კვარაცხელიას სახელობის IT სკოლის პირველ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ. სკოლის პირველი გამოშვების დაჯილდოების ცერემონიალი დღეს გაიმართა და პროფესიული განათლების კურსი 28 ახალგაზრდამ წარმატებით გაიარა.
ვულოცავთ თითოეულ კურსდამთავრებულს და ვუსურვებთ წარმატებას! ჩვენს საქმიანობაში მათი ჩართულობა ნამდვილად საჭირო და საამაყოა.
ამასთანავე, მადლობა იდეის ავტორებსა და დამფუძნებლებს, რადგან ნიკოს ჩანაფიქრი ნელ-ნელა სისრულეში მოჰყავთ. 
IT სკოლა არის მომავლის სკოლა, ნიკო იყო მომავალი და გრძელდება მომავალში…
აქვე კი გეტყვით, რომ კურსებზე ახალი ნაკადის მიღება დღეს 16:00 -ზე გამოცხადდა. 
გისურვებთ წარმატებებს!
ByFeedcGeorgia 17 Aug, 2022
20