Ნიკო კვარაცხელიას ფონდი დაარსდა 2022 წლის იანვარში. ფონდი შეიქმნა მისი ოჯახის წევრებისა და მეგობრების მიერ.
Ნიკოს სახელს უკავშირდება არაერთი ინოვაციური პროექტი. Მან შექმნა ლოკაციაზე დაფუძნებული პლატფორმა Feedc, Რომლითაც დაამსხვრია მითი და დაამტკიცა, რომ გლობალური პროექტები შესაძლებელია შეიქმნას ისეთ პატარა ქვეყანაში, როგორიც არის საქართველო და მოიცვას მთელი მსოფლიო. ნიკო გლობალური ხედვის ადამიანი იყო და თავისი ღირებულებებით თანხვედრაში იმ მდგრადი განვითარების 17 მიზანთან, რომლებიც ამჟამად მსოფლიო დღის წესრიგშია. შესაბამისად, ნიკოს ფონდიც მოემსახურება მდგრადი განვითარების მიზნებს, იმისათვის, რომ ახალგაზრდებს შეეძლოთ უკეთესი და უფრო მდგრადი მომავლის შექმნა. ფონდის მიზანია მიყვეს ნიკოს ხედვას და ხელი შეუწყოს ახალგაზრდებს მათი შესაძლებლობების რეალიზებაში. ამისათვის, ფონდი მხარს დაუჭერს ინოვაციურ პროექტებსა და განათლებაზე ორიენტირებულ ინიციატივებს.
ფონდი პროექტების ხელშეყწობის და დაფინანსების გადაწყვეტილებას მიიღებს ხმათა უმრავლესობით. გამგეობაში არიან გაერთიანებული წარმატებული ადამიანები სხვადასხვა სფეროდან. სრულიად უცხო ადამიანებმაც კი გამოთქვეს ინიციატივა გვერდში დადგომოდნენ ნიკოს ფონდის მიერ განსახორციელებელ პროექტებს.