ნონა ფიფია

ByArt infoItaly
8
, , მარჯუენით ავაზაკის" დედის ვედრება ღვთისმშობლისადმი
დედაო ღვთისავ! შენ გაკურთხა წმინდა სამებამ,
ცხრა თვე ამწიფა შენს წიაღში საღვთო მტევანი,
მერე დეკემბრის ღამე ლეწეს ცივმა ქარებმა
და იყო მოგვთა თაყვანი და ღამის თევანი.
ჰო, შენ იცოდი, ძე, ვინც ცხრა თვე მუცლით ატარე,
იყო სამსხვერპლო შესაწირი, უფლის ტარიგი...
როგორ შესძელი ასე ნორჩმა, ასე პატარამ
და დაიტიე სუსტ სხეულში არსთა გამრიგე!
მტკიცედ იდექი, უფლის სასო არ გააწბილე,
მოუთმენელი მოითმინე, როგორც იობმა,
ვისაც სისხლი და შენი ხორცი გაუნაწილე,
შესწირე ცოდვილ და უგულო კაცობრიობას.|
ჯვარს ეცვა ძე და შენც ჯვარს ეცვი მასთან ორმაგად_
ქალი_მშობელი და რჩეული უფლის ჭურჭელი,
აღმოგაცენა ქვესკნელიდან, ვით სარკოფაგმა,
მიწამ, შროშანი უჭკნობელი და უფურჭვნელი.
ჩემიც ჯვარს აცვეს, მეც მტკიოდა, მეც ვიყავ დედა,
მეც იქ ვიდექი, თუმც ვერ ვიყავ შენებრ ამაყი:
შენს ცრემლებს_მადლი, ხოლო ჩემსას სიმწარე სდევდა,
შენ იყავ დედა მაცხოვრის და მე_ავაზაკის.
თვალცრემლიანი, შვილის ტანჯვას ვუმზერდი თრთოლვით
და უცებ, თითქოს ანგელოსის ხმები მომესმა_
შენ შემომხედე და როგორც მზემ გაალღოს თოვლი,
ისე გამალღო შენმა მზერამ, უსათნოესმა.
დავეცი მუხლზე , აღვავლინე ლოცვა კრძალული
და თითქოს ჩემში ჩემი შვილი იცვილდა ფერსო_
გამოიღვიძა მასში რწმენამ გადამალულმა
და შეჰღაღადა:, , მომიხსენე, შენთან, იესო!"
იყო გოლგოთა, იყო ბრბო და იყო ღრეობა...
მესამეც იყო_ ჩვენებრ დედა, მხევალი, ქალი...
მასაც სტკიოდა, მაგრამ სძლია სულმოკლეობამ,
ვერ მოითმინა, ვერ შეიცნო და ჰგმო უფალი.
მაცხოვრის მარცხნივ თითქოს ბნელი ჩამოწვა ნისლი,
ამოაფრქვია ქვესკნელიდან მტარვალმა გესლი,
იმ დედა-შვილმა ვერ შეიცნო უფალი თვისი
და სამუდამო უფსკრულისკენ აიღო გეზი.
შენ კი, წმინდაო ღვთისმშობელო, შენ შვილი დათმე,
ჯვარცმულის სისხლით წარგეხოცა ადამის ცოდვა,
მე კი, ურწმუნოს, ვერ შემინდო ღმერთმა სიხარბე_
ჩემთვის გავზარდე, ჩემთვის ვშობე, ჩემად მინდოდა.
ალბათ ამიტომ სწადია ღმერთს ჩვენი გამოცდა
(მშობლის სიბრმავეს ეწირება რამდენი შვილი)...
შემინდე, თუ რამ, დედოფალო, მდურვით წამომცდა,
ვარ შენს წინაშე დაცემული და მუხლმოყრილი.
როცა შევძლებ და მოვაგროვებ სულის ნაფლეთებს
და გაიღება როცა ჩემ წინ უცხო სამყარო,
თუკი ინებებ და თბილ მზერას შემომაფეთებ,
გვედრებ, მოწყალე შენი კალთაც გადამაფარო.
***
საღამოს ნამი ცრემლივით ბრწყინავს,დღისა და ღამის ზღვარი იშლება,ქარებს გაატანს ჭრელ-ჭრულა ნიღაბსმინდვრების ცივი გადაშიშვლება.
დამსგავსებიან ახლა ყანებიველებს,დარბეულს დიდი ომებითდა იძულებით მტრის სათაყვანოდმორეკილ ბრბოს ჰგავს ჩალის კონები.
თითქოს გაწყდაო მთელი ლაშქარი_ნაცრისფერ სივრცეს სუნთქვა არ ჰყოფნისდა უკრავს მოჭრილ ღეროზე ქარიმწარე რეკვიემს ყოფნა-არყოფნის.
ხეებსაც ქარი შერჩათ მეოხად,მათი სიყალბეც ქარით იძლია...ახლა უფრო გრძნობ,რა უმწეო ხარ,რადგან შენ ესეც არ შეგიძლია_
ნიღბები მიწას ვერ დაანარცხე,ვეღარ გახადე სული შიშველი,არავინ გჩუქნის ზღაპრულ სავარცხელსდა ვერც წიქარა ვეღარ გიშველის;
როცა არავის უნდა სიმართლე,სჯობს მარტოობის ტევრი გფარავდეს,სჯობს წელში სულაც არ გაიმართო,ვიდრე შიშისგან დაპატარავდე.
სულ მალე მოვა თეთრი ზამთარი თეთრ ღამეების თუთარჩელებით,და აგტკივდება ქარით დამფრთახლიგულს დაკრეფილი ცივი ხელები.
შენშია ქარიც, თოვლიც და ნისლიც...და ზღაპრულ ტყეში ველურ მზვერავებსთუ შემოუშვებ,ჩატეხილ ისრითნატკენ გულს უფრო დაგისერავენ.
არაფერია ქვეყნად ახალიდა ასე,დროსთან პაექრობაში წახვალ,ვერვისგან დაუნახავი,შორს, არარსებულ არსებობაში.
ააშრიალა ფურცლები ბაღმადა ცრემლებს აფრქვევს ლერწი ვენახის...რაც უფრო მეტად მიიწევ მაღლა,მით უფრო ძლიერ მიწა გეძახის.
საღამოს ნამი ცრემლივით ბრწყინავს,დღისა და ღამის ზღვარი იშლებადა ქარებს ატანს ჭრელ-ჭრულა ნიღაბსმინდვრების ცივი გადაშიშვლება.
***
მწვერვალს ღრუბელი დარდივით აზის,ბარში წუხილი ჩამოაქვთ ქარებს,არის ჭმუნვაში რაღაც ლამაზი,არის ლამაზშიც რაღაც მჭმუნვარე.
სძინავთ მინდვრებში ნისლებს და მკრთალიშუქით ანათებს ციცინათელა,ფეხქვეშ თუ ფოთოლს გააქვს შრიალი,ასე მგონია,მის წარსულს ვთელავ.
გარეთ ღამეა,ქარია გარეთ , მხოლოდ შორიდან ჩანს სახლი მშვიდი,გრძნობ, არის რაღაც ტკბილი და მწარე,რასაც ოდესღაც წვრილმანად თვლიდი;
ბაღს, სიმშვიდით და სინაზით დაღლილს,თითქოს კაეშნის თავს ადგა ჯიღადა მთელი ღამე ყურს უგდებს ბაღი,თუ როგორ უკრავს როიალს ვიღაც;
უკრავს და... ჰყვება თითქოსდა მძიმედ,_როგორ შეუნდო და აპატიაგულმა და როგორ გაცივდა...იმედს ხან წუხილი სცვლის,ხან აპათია.
დაფარფატებდა ნისლიან ბაღში ვიღაცის ლანდი, იმედით სავსე, მე მომეჩვენა,ვიყავი ბავშვიდა მივდიოდი შორეულ გზაზე.
მტკიოდა, ვგრნობდი თუ როგორ მიჰქრის,როგორ გვტოვებს და გვივიწყებს ეს დრო, რა დამღლელია იმაზე ფიქრი,კიდევ ერთ ზაფხულს უნდა მოესწრო! 
არის ჭმუნვაში რაღაც ლამაზი,სილამაზეში_რაღაც მჭმუნვარე...მთის წვერს ღრუბელი დარდივით აზის,სწუხს და წუხილი ჩამოაქვთ ქარებს.
***
იტყვი:სამშობლო!_ვიღაც დაგწამებს ანაქრონიზმს და ეპიგონობას,როცა ამ დღეებს,ამ წლებს, ამ წამებსსდევს სამარცხვინო,სხვისი მონობა.
გგონია გახვალ შენი თავიდანდა მოხეთქილი ძალით,ნიაღვრის,ვერცხლის სიმებით მოქსოვ თავიდანახალ სიმღერას,ძველს ფერფლს მიაყრი,
მაგრამ რას იზამს, ვინც გულში კირავსთავის ტკივილებს მრავალი წელი,რასაც ელოდა ტატო მტკვრის პირას,იმგვარად ზის და იმგვარად ელის?!
ისევ იგივე დამღით და ლაქით,ალაგ სასახლით,ალაგ კარავით,იისფერ ნისლში დნება ქალაქიდანაშაულს კი არ გრძნობს არავინ.
მაგრამ ვერასდროს,თქვენცა და მეცა,ვეღარ ვიტვრთავთ ვერაფრით იმდენს,მაღალ ტანჯვისთის დაბლდება ზეცადა ზღვარგადასულ ტანჯვას ვერ იტევს.
ფუჭი იმედის და ფუჭი ფიქრის,ოცნებასავით მოუხელთები,ჩვენ გზა ვირჩიეთ...ზოგს კი,პირიქით,თავად ირჩევენ მაღალი გზები.
მე მაპატიეთ,თუ ჩემს ლექსებშივეღარ ვნიღბავდი ზოგჯერ იარებს,ჟონავდა სევდა გულისმომწყვლელიდა უნებურად შეგიზიარეთ.
მაგრამ,უფალო,გზას სანამ გავლევ, ვიცი,უმსხვეპლოდ თავს ვერ ვიმართლებ,ვიდრე იყივლებს სამჯერ მამალი,ნუ განმაშორებ ლექსს და სინათლეს.
***
ქარია....ქარებმა მოღალეს მაღალი ალვები, ზოგმა ვერ გაუძლო და წელში გადატყდა, ქარი ხომ ქარია, ვერ დაემალები, ვერც ბარში, ვერც მთაში, მტკვართან თუ არაგვთან.მშობლიურ მთებიდან ყიოდა არწივი, ქარებს კი შორიდან მოჰქონდათ ბარათი, რამდენი წავიდა ჩოხით და ყაწიმით, დაბრუნდნენ ნაბოძებ უცხოურ ხალათით.მდინარეს მოჰქონდა ზოგს ოქროს ქვიშა დაზოგს ძვლები, ბრძოლისგან დაღლილი მეომრის, ხან სული ძლივს გვედგა თუ არა გვიშავდა, გვიჭირდა გარჩევა ერთისგან მეორის.რაც ზამთარს გადურჩა, მოვარდა კოხი დავენახის ლერწები სეტყვებმა მობელეს, დამპალი ყავარი ცვიოდა ქოხიდან, კედლებზე ფერები წასვლოდა გობელენს.გაორდა სამშობლო:ერთი აქ მარხია_ერთგული, ღარიბი, შეკრული ცხრა კლიტით, მეორე ქარს მიაქვს_უბჭეო, კარღია, მდიდარი, ორპირი, ხარბი და თაღლითი.ქარი კი ქარია, ვერ დაემალები, ჭოროხთან, კოდორთან, ლიახვთან, არაგვთანმოხარეს ქარებმა მაღალი ალვები, ზოგმა ვერ გაუძლო და წელში გადატყდა.
***
მორუხო ნისლი მოიტანა ამ შემოდგომამ,ხსოვნა კუთხეში ზის და ფურცლავს შორეულ ფურცლებს,მთელი ზამთარი ოთხ კედელში მომიწევს ჯდომასაკუთარ გულთან...რადგან გული ყველაფერს უძლებს.
ვის ან რად ვთხოვო პატიება?არსებობისთვის?!თავად მან მთხოვოს,ჩემი ყოფნა ვისაც ამძიმებს...ვისთვისაც ვიყავ ალბათ ჩიტი,ბდღვნადაც რომ ვღირდიდა მოსვენება დაუკარგა ცაში არწივებს!
ეს საუკუნე თითქოს სულს მწოვს,დგას გაყურსულიროგორც ობობა... ახლა ყველგან ბაზალეთია...მე მაინც სულში სულ მექნება ერთი კუნჭული,ლექსად რომ იშვას ის,რაც ჩემში არ დამეტია.
სიმწვანე შერჩათ გარეთ მხოლოდ ჩხვლეტია ნაძვებსმე კი მუხებთან ,რა ხანია,დავდე პირობა_მეტჯერ არასდროს შევიკერავ საძულველ ძაძებს,მხოლოდ ლექსებით შევიმოსავ ღია ჭრილობას.
***
ფოთოლცვენამოღრუბლულ ცაზე მიიზლაზნებაღრუბელი წვიმის წყლით გაბერილი, აღარც ის მზე და აღარც ის გზნება, აღარც ზურმუხტი, აღარც ბივრილი.ჩამოიფურცლა ბაღი მზისფერი, ნაწვიმარ მინდვრებს გასდით რუები, შენც გეშინოდეს სულის სიბერის, თორემ სიკვდილს არ შეეპუები, რადგან გასწავლა ცხოვრებამ, წლებმა, როგორ შეიძლო მისი ატანა, უაზრო მსხვერპლი ღმერთს არ სჭირდება, იგი სჭირდება მხოლოდ სატანას;ამიტომ, შენს ჯვარს ვეღარ მოისვრი, თორემ გასძლებდა, დღემდე ვინ, ამდენს?!არის სიცოცხლე ძილისშორისიწინა ძილიდან_ ბოლო ძილამდე.რად გიკვირს, ბედის ვარსკვლავი ჩაქრესდა არ შეშფოთდეს ამით ზე-ცანი, როცა უფალი ჯვარზე გააკრეს, შენ ვინ ხარ, ვინმეს რომ შეეცანი!ჰო, გაიძარცვა სულ ყველა ტოტი, მოინამცვრევა რთველი ვენახმა...შენ კი არავინ არ იქნებოდი, ეს დედამიწა რომ არ გენახა...და მაინც, შენი მოსვლა რა იყო, იქნებ უდაბნოს, მოვლა, გზისანი?ბედნიერია, ვინაც გაიგო, მისი ამ ქვეყნად მოსვლის მიზანი.ჩამოიფურცლა ბაღი მზისფერი, ახლა სიკვდილსაც ვერ დაგიშლიან...ჰო, გეშინოდეს სულის სიბერის, თორემ სიკვდილი რა საშიშია?!
ByArt infoItaly
8