ბრინჯაოსა და რკინის ხანის ბავშვებისთვის ამ ფორმის სამარხები 600 წლის განმავლობაში იქმნებოდა და არქეოლოგებმა არ იციან რატომ 🤔
• სამხრეთ ნორვეგიაში ბრინჯაოსა და რკინის ხანის ბავშვების ათობით საფლავი აღმოაჩინეს და თითოეული მონიშნული იყო საგულდაგულოდ დაწყობილი ქვებით.
ექსპედიციაში მონაწილე არქეოლოგის თქმით, სულ აღმოჩენილია 41 ასეთი საფლავი, რომელთა დიამეტრიც 2 მეტრია.
თითოეული მათგანი უკვე დაფარული იყო მიწის რამდენიმე სანტიმეტრიანი ფენით.
დიდი ცენტრალური ქვის ირგვლივ მოთავსებული იყვენენ პატარა ქვები და შემდგომი კვლევით ცხადი გახდა, რომ ამ ქვების ქვეშ დამწვარი ძვლები და ჭურჭლის ნატეხებია.
გასულ წელს ჩატარებული კვლევის ახალი ანალიზის შედეგები აჩვენებენ, რომ თითქმის ყველა სამარხი ბავშვებს ეკუთვნით, რომლებიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე 800-დან 200 წლამდე დაიღუპნენ.
ამ ბავშვებიდან ბევრი ჯერ კიდევ ჩვილი იყო, დანარჩენი კი 3-დან 6 წლამდე.
» „დათარიღებით ირკვევა, რომ სასაფლაო დიდი ხნის განმავლობაში გამოიყენებოდა, ამიტომ დამარხულთაგან ყველა არ შეიძლება დაღუპულიყვნენ ერთი სტიქიური უბედურების, დაავადების გავრცელების ან ეპიდემიის გამო“, - თქვა არქეოლოგმა გურო ფოსუმმა.
ნაშრომში ნათქვამია, რომ სამარხის მიმდებარე ტერიტორია სავსეა ხელოვნების ისეთი ნიმუშებით, რომლებიც ასახავენ მოგზაურობას და მზის თაყვანისცემას.
ექსპერტებმა ასევე აღნიშნეს, რომ ჩვილთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი იმ დროს სავარაუდოდ საკმაოდ მაღალი იყო, რადგან სხვაგვარად ვერ აიხსნება ჩვილების საფლავების ასეთი რაოდენობა.
სკანდინავიურ ბრინჯაოსა და რკინის ხანაში მიღებული იყო მიცვალებულთა კრემაცია, ძვლების შეგროვება და დამარხვა ან გაფანტვა.
გუროს თქმით, წრეები ქვებით ხშირად უშუალოდ კრემაციის ადგილზე იქმნებოდა.
გარდა ამისა, საფლავები საგულდაგულოდ იყვნენ დამუშავებული.
თითოეული ქვა სხვადასხვა ადგილიდან იყო მოტანილი და ფორმირებაში თავისი ადგილი ეკავა.
» ,,ჩვენ გვაინტერესებდა ვინ და რატომ გაიღო ამხელა ძალისხმევა,” - თქვა გურომ.
,,ეს გახლდათ პატარა ბავშვების საფლავები და გაკეთდა დიდი სიფრთხილითა და ზრუნვით."