ოდესმე გქონიათ მომენტი, როცა სხვადასხვა მიმართულებიტ გექაჩებიან?

4
ოდესმე გქონიათ მომენტი, როცა სხვადასხვა მიმართულებით გექაჩებიან და გაურკვევლობის გამო "თავი გიფეთქდებათ"? 🤯
დედამიწის ზომის ეგზოპლანეტისთვის, რომელიც "ნასას" ორბიტულმა ტელესკოპებმა დააფიქსირეს, ეს ჩვეულებრივი ამბავია.
იგი თავის ვარსკვლავურ სისტემაში, კოსმოსური გაწევა-გამოწევის ცენტრშია (აი, თოკის თავსა და ბოლოში რომ თითო-თითო ჯგუფი დგება და ერთმანეთს რომ იბირებენ), რომელსაც შეუძლია მის ზედაპირზე ვულკანების ნამდვილი შოუ მოაწყოს. 🌋
"ნასას" ბლოგში ვკითხულობთ, რომ ეგზოპლანეტა მოქცევის მიერაა ბლოკირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ერთი მხარე მუდამ თავის ვარსკვლავს უყურებს, მეორე მხარეს კი მუდმივი წყვდიადია, რაც იძლევა ვარაუდის საშუალებას, რომ შესაძლოა, დიდი რაოდენობის ვულკანური აქტივობის გამო, პლანეტას შენარჩუნებული ჰქონდეს ატმოსფერო, რომელიც თხევადი წყლის კონდენსირებას უზრუნველყოფდა, თუმცა მხოლოდ ბნელ მხარეს, რადგან პლანეტის ნათელ მხარეს თხევადი წყლის არსებობისთვის საკმაოდ ცხელა.
ილუსტრაცია გვიჩვენებს მხატვრის წარმოდგენას მოპოვებულ მონაცემებზე დაყრდნობით, თუ როგორი შეიძლება იყოს ზემოთ აღნიშნული პლანეტა, რომელსაც LP 791-18 დაარქვეს.
მარჯვენა მხარეს ნაჩვენები მცირე ზომის სფერო კი არის მისი სისტემის პლანეტა, თუმცა გაცილებით მასიური, რომლის გრავიტაციაც შესაძლოა იწვევდეს ვულკანურ ამოფრქვევებსა და დათბობას LP 791-18-ზე.
facebook | ჩვენი ვებგვერდი🚀
4