"ოთარ ჭილაძე - 90 | ოთარ ჭილაძის პარადიგმები"

8
წელს ყველსთვის საყვარელ და ნაცნობ მწერალს, ოთარ ჭილაძეს, 90 წელი შეუსრულდებოდა.
1998 წელს, ის ნომინირებული იყო ნობელის პრემიაზე ლიტერატურის დარგში, მსოფლიოს მხოლოდ ხუთ სხვა მწერალთან ერთად.  
21 მარტს, 18:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება ოთარ ჭილაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო.
ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნანა კუცია ისაუბრებს მწერლის შემოქმედების შესახებ.
საღამო იმართება ოთარ ჭილაძის სახელობის კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზაცია "აველუმის" მიერ.
საღამოზე საშუალება გვექნება, მოვისმინოთ პოეტის ლექსები.
დასწრება თავისუფალია
აქვე მინდა შემოგთავაზოთ ოთარ ჭილაძის ერთ-ერთი ლექსი
რაც არ ყოფილა, ის არც იქნება,
მაგრამ რაც იყო, იქნება კვლავაც:
გზა გაიხსნება, ან შეიკვრება,
მომსვლელი მოვა, წამსვლელი წავა…
მეც წავალ, ოღონდ ცოტაც მადროვეთ,
ბარემ შევავსო ბოლო ფურცელიც
და ამოვწურო ეს სიმარტოვე,
ეს ფორიაქი ამოუხსნელი.
გაუფასურდა, ჩაბარდა წარსულს,
რითაც დროს ვკლავდი და თავს ვირთობდი.
მე კი სხვაგვარად ცხოვრება არ მსურს –
კარგად იყავით. მადლობთ. მშვიდობით.
8