10 ოქტომბერს დილით კიევში აფეთქებების ხმები ისმოდა. რუსულმა ძალებმა უკრაინის დედაქალაქი რაკეტებით დაბომბეს. ამის შესახებ
„უნიანი“ იუწყება.
საერთო ჯამში 3-4 აფეთქების ხმა გაისმა. როგორც კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ დაწერა, აფეთქებები შევჩენკოვსკის რაიონში გაისმა.
„ერთ-ერთი რაკეტა ვლადიმირსკის ქუჩაზე, გრუშევსკის ძეგლის სიახლოვეს ჩავარდა. იქ მაშველები მუშაობენ“ - დაწერა ტელეგრამში უკრაინის შს მინისტრის მრჩეველმა ანტონი გერაშენკომ.
წინასწარი ინფორმაციით, არიან დაღუპულები და დაჭრილები. ადგილზე სამაშველო სამსახურები არიან მობილიზებულები.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსულმა ძალებმა უკრაინის სხვა ქალაქებიც დაბომბეს, რისთვისაც მათ რამდენიმე ათეული ფრთოსანი რაკეტა გაუშვეს.
„საღამოს მტერმა კვლავ დაბომბა კიევი. ჭურვები მოხვდა რამდენიმე კერძო სახლს პოდოლსკის რაიონში. ადგილზე მაშველები და მედიკოსები მუშაობენ. ხანძრები ლოკალიზებულია, მაგრამ ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. ამ დროისთვის დაშავებულები არ არიან
"დაზიანებულია დაბალი წნევის გაზსადენი, რომლის სალიკვიდაციო სამუშაოებს შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები ახორციელებენ“, -
წერს კლიჩკო.