ომეთ სივესი

ByArt infoItaly
12
ღამე ვადასავით გამიდის'–ეხვევა წყვდიადი ძაძებში ...შენი ხშირი სუნთქვა დამიღლისრეზუს`უარყოფითს'–
ძარღვებში ...
*როცა ლექსებივით დამწერენმაშინ გავიქცევი'–არსაით ...პეპლებს უკვდავებას ვაჯერებდა მე'ც ვიხოცები მათსავით ...
***
*
თქვენ
ან რა იცით მე რა მტკივა ...
ან რა მაწუხებს ...
ან რა ფერია ჩემი თვალები სინამდვილეში
ან თქვენ რა იცით
ჩემი ნერვი რამდენს გაუძლებს
და ყველაფერი ისეა ისევ'–
როგორც ფილმებში ...
*
ყოველი დილა ერთმანეთის ქსეროასლია'–
მზე ამოდის ან
არ აცლიან ამოსვლას ზოგჯერ
რადგან ქალაქსაც სევდისფერი ღამე აცვია
და ამ წერილსაც სევდისფერი
ლექსივით მოგწერ ...
*
მოსაღამოვდა
და კრუხი რომ წიწილებს იხმობს
ისეთი ტემპით მიიჩქარიან
ქმრები
სახლებში ...
მე მიწისქვეშა
გადასასვლელთან ვდგავარ და უფრო
ტკივილზე მეტი შური მჭარბობს
ალბათ თვალებში ...
პერიოდული წვიმებია დილიდან თურმე
მონოემბრისფრო საღამოებს მოუხდებიან
და ამ კონტრასტით უკმაყოფილო ტაქსის მძღოლს ვუსმენ
[ ამაყად ამბობს ]
რომ ამ ქალაქში ნამყოფები კვლავ ბრუნდებიან ...
რადგან ამ ქალაქს მაგიური ძალა კი არა
მაგიური სიყვარულის სურნელი ასდის ...
დღეებს ხვეტავენ თარიღები მაგრამ მთლიანად
ილუზიაა ყველაფერი და არა კადრი ...
ეეჰ თითქოს ყველა მეტაფორა შენს თავს მახსენებს
როგორც ამინდებს სჩვევიათ ხოლმე აკვიატება'–
შემოსახლება სჩვევიათ ხოლმე
ფიფქებს ...
ფანტელებს ...
და შენს თვალებს კი სჩვევიათ უფრო აღიარება ...
***
როგორ პერიოდებს იუარებროცა ბანალურად იწურები ჩემში და ნერვებზე მიმკურნალე'–
[ ფსიქო'ტროპულებით ვისურვებდი ... ] 
*ახლა არ ვახსოვარ თვითონღმერთსაცილუზიამდე ვარ თავდახრილი'–უხმოდ აიჩეჩავ ალბათ მხრებსაცდა კვლავ არ ვიქნები გარდაცვლილი ...ფიასკოებამდე მიკვდებიან დღეებს გაქცეული ოცნებები ...შენ კვლავ ელოდები ნიღბებიდან როდის გაძვრებიან მეგობრები ...ფართოდ გახელილი თვალებივით ახლა ღამეები გიჟდებიან რადგან სიზმრებამდე გამეტებით მაინც ოცნებები მიკვდებიან ...
*როგორ პერიოდებს იუარებროცა ბანალურად იწურები ჩემში და ნერვებზე მიმკურნალე'–
[ ფსიქო'ტროპულებით ვისურვებდი ... ] 
***
ახლა ალბათ ის დროა
ჩემი სისხლი შედედდეს ...
შენი სულის დონორებს
ჩემი
მზერით
კვებავენ ...
შენი თვალების'ფერად
ჩემი ზეცა შეღებეს ...
ახლა ალბათ ის დროა'–
სხვები'ც ჩემზე ღელავენ ...
ახლა ალბათ ის დროა
უჩემოდ რომ ღამდება ...
ჩემს თავს უფრო ვუფრთხივარ
ვიდრე
დამპალ სუიციდს ...
შენი დიაპაზონი
დროზე ადრე მკრთალდება ...
ახლა ალბათ ის დროა
კვდება ის ვინც სულ`იცდის ...
ახლა ალბათ ის დროა
თვალები რომ ლღვებიან ...
სხვენამდეა ასული
ჩემი ნერვის ანთება
და გალაკტიონი'ვით
პოეტები თვერებიან'–
ახლა ალბათ ის დროა
გზები რომ არ მთავრდება ...
ახლა ალბათ ის დროა'–
ზურგზე მზერად გეღვრები ...
მეგობრული თვალები'ც
დღეებივით ლპებიან ...
ფიქრებს ხელში ავყავართ
როგორც დროის მძევლები ...
ახლა ალბათ ის სდროა
მძევლები რომ კვდებიან ...
*
ახლა ალბათ ის დროა
უღმერთო და მაძაგი ...
შენ რომ გულაღმა წევხარ
ღმერთი ალბათ ცაშია ...
*
დრო რასაც მე მპარავდა
მე
ღამეებს ვპარავდი ...
ახლა ალბათ ის დროა
სხეულს რომ სული აცვია ...
***
ფოთოლცვენებისას აპელირებ'– ფოთოლცვენებივით აბეზარი ...
ფოთოლცვენებამდე მალოდინებ'–ფოთოლცვენებივით ამორძალი ...
*შემოდგომის წვიმებს პოეზია შეისისხლ'ხორცებს და ქაოსები ჩვენზე ჭორებს ყრიან გამზირებზე ...
შენში წიოკები Kwetaplex`ით ან`და  არასოდეს მშვიდდებიან ...
თანკვლავყოველ ჯერზე იხოცები როცა მთვარე ლოკავს ტროტუარებს ...
შენ კი მარტო ყოფნას იმიზეზებ ...[ მე'ც ხომ სიმარტოვე მაბარია ... ]
*ფუყე კედლებიდან ჩემი ჩრდილებივით ლოცვებს გიყვებიან მთვარის ნაფლეთები ...ახლა ამაოა ფიქრი იმაზე თუ გზაჯვარედინები როგორ მთავრდებიან ...ძველი ოცნებების მსუყე ნამწვავები ყრია ოთახშივე'–ფიქრებ'ნაფერფლები ...კვირის წირვებამდე ვეღარ`მიღწეული შენი სურვილები დღეებს აკლდებიან ...
ეგო მუსაიფობს'–ფარდებ'გაცვეთილი ღია ფანჯრებიდან ცვივა მდუმარება ...ყველა გაფიქრება ძველი წერილივითყრია შენს გარშემო'–ვეღარ'გაგზავნილი ...მდორე აგონიით თითქოს შენი სული დღეებ'ნაკლულივით ჩუმად იპარება ...რადგან ცაზე მეტად შენი ფანჯრებიდან–ჩემი გულმკერდია უფრო გადახსნილი ...
მზერა'შენისლული შენი ჰაბიტუსი წურვა'გადენილი გდია ცხედარივით ...ფერებ'შეუმოსავ ხეივნებამდეა ლაყე ოცნებებიცრემლით დაკოხილი ...შენში ტკივილები უფრო იზრდებიან რადგან უცოდველისრულიმეტანიით შენი ჩრდილის წინ ხარ სახე'დაღარულიუფრო კახპასავით'–მუხლზედამხობილი ... 
დუმილს აკოპირებს შენი მეორე მე ღამის უნიათო'–თავსხმა წვიმებიდან ...ფრთები შეისწორე'–იქნებ გაიოლდეს შუაღამისპირზე სულის სუიციდი ...
*სისხლით დაცვარული ბაბუაწვერებიცვივა ქალაქებში'–უკვე ხიდებიდან და მეც შემზარავი ისტორიებივით ჩემს რიგს ველოდები სადაცსულ ვიცდიდი ...
***
ისევ აიკეცავს შენი მდუმარება სველი წამწამების მზერას'–გაყინული ...გრძნობა'წართმეული ჩრდილის ისტერიკა მიედ'მოედება კედელს'–ბზარებიანს ...მსხვრევა'დაწყებამდებროლისფერ'თვალებადღემდე სევდასავით ღიმილ'გაყიდულიხარ და ეგუები მთავარ აორტამდე ძარღვებ'დაბჩენილი'– მხუთავ პანდემიას ...
თან ამ ეპოქაში ჯვარცმა'ნადარებიმწიფე ტკივილისთვის ღამეს იშველიებ ...ფანჯრებ'დალუქული ბნელი ოთახიდანშენი გულ'მკერდივით ცა'ა გადახსნილი ...ერთიდაიგივე ფილმის სცენარივითყველა დღის დასასრულს ისე იზეპირებ'–თითქოს სამყაროა შენზე გულმოსულიდა შენ მისით უფრო'–ნერვებ'გადაღლილი ...
ცამდე აიტანენ ლოცვებს ქარიშხლები რადგან ზვარაკივით თავად ეწირები...ყველა ოცნებამდე შესისხლ'ხორცებულიხარ და ალბათ პირჯვარსაღარც გაყვედრიან ...გაუგზავნელი და წლობით ნაგროვები ფიქრის გორასავით ყრია წერილები ...შენ კი იღიმი და მსგავსი ნიღბებითვე სმენას აცდენილი ხმები დაგხვდებიან ...
სუნთქვა'შეკრულივით შტორმებს უმადლოდე სევდა'გაჯერებულ მზერას'–ქაოსიანს ...ღრუბლებ'შეფერთხილი მხრებზე გაფარია ზეცა და იმედებს თმებზე გისერავენ ...ძარღვებ'დაბერილი შენი მაჯებიდან სისხლის წვეთებივით ისე გამომცლიან'– ყველა საარსებო წყაროს მართმევენ დაყველა საარსებო წყაროს გიკეტავენ ...
***
ნაწყვეტი ციკლიდან #უფლისსასამართლო
*ოლარზე ნანთხევ ცოდვებს ვინანიებ ...მარტით გავარიდე წირვებს გაზაფხული ...ჩემში უშენობას კრთოლვით გისამძიმრებ ...ეხლა ბავშვივით ხარ'– ჩემგანგალახული ...ისევ გავაყრუე'–ცხრა თუ ათი მცნება ...ფრესკებს დავეტოლე სულით'–გარეწარი ...მარხვა ვეღარ ზიდეს ჩემი
სულის ფრთებმა ...
ჯვარზე'–
ჩემს მაგივრად კვლავ შენ გაეკარი ...ჯვარცმა'ც არ გაკმარე'–სისხლიცშენი მათრობს ...როცა რამე მიჭირს მაშინ მახსენდები ...ვიცი'–ტკივილები გოლგოთურად გახსოვს ...მაგრამ ჩემთან ხარ და'–მაინც არ მეცლები ...
*ვიღაც მიმითითებს შემწყნარებლობისკენ ...ვიღაც გონს მოეგოდა ბრბოს გამოეყო ...ვდგები სტოასთან და ზურგით'–სანთლებისკენ ...იყიდებოდა და'–ხურდა აღარ მეყო ...ხის ჯვარს დავატარებ მკერდით'–გულთან ახლოს ...ჩემი ნათლისღება მახსოვს'–ნაყიდია ...რწმენა გაიპარა სადღაც შორიახლოს ...ანაფორები ყარს ..!
და არც განიცდიან ...
***
*არც არაფერი უჩვეულო ისევ ის სცენა ...მე და შენ '– ორნი ...ისევ გვერდიგვერდ '–როგორც ეს უწინ ...არცერთი ცრემლი ...არცერთი ფარსი ...არცერთი წყენა ...
*დიახ ..!მე მახსოვს'–ცამეტი წლის წინ მე და შენ '–ორნი ...შევხვდით სიონის გუმბათის ჩრდილქვეშ ...თან წვიმდა მგონი ...
*მე ეხლაც მახსოვს'–იმ დღეს შენი ტორტმანისხეულის ...ნაბიჯებს შორის მანძილებადღვრიდი სინორჩეს ...ღრმა მოწიწებით ასხლეტილი სიმორცხვე მზერის ...მკვრივ თეძოებზე არ იტყობდიკაბის სიმოკლეს ...ზანტი რხევები ...ტორტმანები და'– მანევრი მშვიდი ...გიტარასავით გამოყვანილ წელზე სისწორე ...არ გსურდა მეგრძნო'–სინაზეს ხშირი სუნთქვებით ღლიდი ...სიო კაბას რომ გიფრიალებდა არც შეისწორე ...მუქ დეკოლტეში ჩანდა სითეთრე სატუჩე ზოლად ...ბადის ეფექტებს ღარავდა ლურჯად ძარღვები '– მკრთალი ...კერტებს სიმწიფე ეტყობოდათ ...სისველე '–ფონად ...და შენი სხეულის სურნელებით'–ეხლაც ვარ მთვრალი ...
*არც არაფერი უჩვეულო ისევ ის სცენა ...მე და შენ '– ორნი ...ისევ გვერდიგვერდ '–როგორც ეს უწინ ...არცერთი ცრემლი ...არცერთი ფარსი ...არცერთი წყენა ...რა დრო გასულა ...მეგონა თითქოს რომ იყოგუშინ ...
***
ესთარიღები მონოტონურად ცვლის სხვა თარიღებს ...პარანოია დამეწყო როგორც მჩვეოდა უწინ ...თვალებს ნუ დახრი ...!ჩემი მზერით ღმერთი გარიგებს ...ნუ შეიკავებ ცრემლებს მაგრამ`–იარე სულ წინ ..!
ყველა თარიღს ხომ ამინდები მოაქვს თავისი ...ერთფეროვნება მისერავს ნერვებს`...ჟანრი'–უცვლელი ...თუ ამინდები იქმნებიანშესაბამისი ...და ალბათ არც მე` არ უნდა დავრჩე გარდაუცვლელი ...
ცაზე ღარიბულ მთვარეს უკვეამჩნევ ნაოჭებს ...ბორეალისებს ვეღარ დაიტევს შენი გუგები ...შენ ჩემში ალბათ უღმერთობა უფრო გაოცებს ...ვიდრე შეგრძნება რომ მეცამეტედ¹³ დავიღუპები ...სანთლებსაც უკვე აუვიდათ სუნი'–სიძველის ...ყველა ფსალმუნი მეღვრება სულში'–ცივა ...ქარია ...უფანჯრო ქოხი მელოდება ხმელი წიფელის ...მესაფლავეს ნუ გააღვიძებ`–ალბათ მთვრალია ...ყველა ფანჯრიდან ეხლა ჩემი ჩრდილები ყეფენ ...ულამპიონო ტროტუარებს ზანტად ერწყმიან ...ცამეტი მეტრი რომ იფრინა ოდესღაც მეფემ ...მე ვერ ვბედავდი მაგრამ რა ვქნა¹³–ზურგში მესვრიან...ვერ დასერავენ შენს თმებს აწი ჩემი თითები ...შენი მაჯები ვეღარ მომიქცევს გულის კიდესთან ...შენ ეს ეპოქა შეგიხორცებს`–მე კი — მითები ...შენს გულში ჩემი ძეგლი წარმადგენსპილიგრიმებთან ...
უჩემობას ხომ არც შეიმჩნევენ წლები ...თანდათან ...რუტინულია ჩემში უკვე თარიღთა ცვლები ...ეხლა ვარ მწყემსი ჩაძინებული ფიქრის ფარასთან ...რაც უნდა მითხრა შენიმღვრიეთვალებით ვხვდები ...ააჭრელებენ ძველი სპექტაკლით ფლაერებს ...ქუჩას ...აეტუზება ჩემი ჩრდილი ხრწნამდე კელიებს ...ნიღბიდან ყველას ნამდვილი სახე უკვე მოუჩანს ...და რეალობა ლპობამდე ალბათ გამაფრენინებს ...
ჩემიდან ვიღაცურჩად ლოკავს ლაყე დებოშებს ...დიდ პროცესიას არ მოასწავებს წყება ტიტების ...მაგისტრალებზე არ ჩამოხსნიან ვიცი ძველ დროშებს ...ვიქნები თუნდაც სახეცვლილება შენი სიზმრების ...
*ესთარიღები მონოტონურად ცვლის სხვა თარიღებს ...პარანოია დამეწყო როგორც მჩვეოდა უწინ ...თვალებს ნუ დახრი ...!ჩემი მზერით ღმერთი გარიგებს ...ჩემი სხეული კი მზისამოსვლისასდამარხეს
გუშინ ...

ByArt infoItaly
12