ერთი ზედმეტად გრძელი, უსამართლო წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა საომარი მოქმედებები დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ.
ჩვენამდე ალბათ რა ცოტამ მოაღწია, იმასთან შედარებით რისი გამოვლაც რეალურად უწევთ უკრაინელებს დღიდან დღემდე - როგოტი სასტიკი, არაკეთილსინდისიერი ცხოვრება მიაკუთვნა მათ ოპუპანტმა.
მნიშვნელოვანია, რომ ერთი წლის განმავლობაში ეს ომი მხოლოდ შიშის, სიბნელის, ნგრევის ან სიკვდილის სინონიმად არ ქცეულა "მაყურებლისთვის", პირიქით მოვლენათა უმეტესობა მკაფიო მაგალითი იყო თავისუფალი ადამიანის ზნეობის, ქცევის, მორალის და ღირებულებების - უკრაინელებმა მსოფლიოს აქამდე არსად ნახული ბძროლისუნარიანობა, გამძლეობა, სიცოცხლის და სამშობლოს სიყვარული აჩვენეს.
როგორი მტკივნეულიც არ უნდა იყოს, ვალდებულები ვართ, რომ რეალობას თვალი გავუსწოროთ და არასდროს დაგვავიწყდეს რამდენად მძიმე მოცემულობის პირისპირ არის ჩვენი მოძმე ერი. გთავაზობთ ამ ერთი წლის განმავლობაში აღბეჭდილ ემოციურ კადრებს: