პიკი ორშაბათის გამთენიისას იქნება 🌠
✦ მთელი ოქტომბრის განმავლობაში, ადრე ადგომის მოყვარულებს ჩვეულებრივზე მეტი მეტეორის ხილვის შესაძლებლობა ჰქონდათ.
ორიონიდები ერთ-ერთი ხანგრძლივი მეტეორული წვიმაა, რომელიც 2 ოქტომბრიდან 7 ნოემბრის ჩათვლით არის ხილვადი.
და, როგორც ყველა წვიმას, ამ უკანასკნელსაც აქვს პიკი, ანუ დროის ეპიზოდი, როდესაც ცის შოუ საუკეთესო ფაზაშია.
ეს საუკეთესო ფაზა კი ჩვეულებრივ 21 ან 22 ოქტომბერია.
სამწუხაროდ, უმეტესი ჩვენგანისთვის, ორიონის თანავარსკვლავედი არ ჩნდება შუაღამისას, ამიტომ ორიონიდების ხილვა დამატებით ძალისხმევას მოითხოვს.
მეტეორული წვიმები (ერთი გამონაკლისის გარდა) გამოწვეულია კომეტების მიერ დატოვებული ნამსხვრევების ბილიკებით.
როდესაც მზის სითბო ამ ნამსხვრევების ყინულოვან ნაწილს გაზად აქცევს, მზის ქარის მიერ გამოწვეული დინებები მტვერსა და პატარა ქვებს დაატარებს.
მზის ქარის ზეწოლა და გაზის იმპულსი ცვლის კომეტის ნარჩენების ტრაექტორიას, მაგრამ მათი უმეტესობა არ შორდება კომეტის ორბიტას და წარმოქმნის ღრუბელს, რომელსაც დედამიწა ყოველწლიურად ერთსა და იმავე წერტილში ეჯახება.
როდესაც ეს ხდება, ნარჩენები იწვებიან დედამიწის ატმოსფეროში, რაც ქმნის "მეტეორულ წვიმას".
ყველა მეტეორულ წვიმას სახელი იმის შესაბამისად ეწოდება, თუ რომელ თანავარსკვლავედშიც არის მათი რადიანტი, ანუ მეტეორების მოჩვენებითი წყარო ცაზე.
მაშ ასე, 21-22 ოქტომბრის აისის პერიოდი (აისამდე 20-30 წუთით ადრე) მოინიშნეთ, როგორც ორიონიდების მეტეორული წვიმის პიკის პერიოდი.
ციური მოვლენა შეუიარაღებელი თვალით იქნება ხილვადი. 👁️