დღეს დილას ცნობილი გახდა, რომ 2018 წლის შემდეგ, პირველად, ოსკარის რიგით 94-ე დაჯილდოებას წამყვანი ეყოლება. ცერემონია 2022 წლის 25 მარტს არის ჩანიშნული.
ბოლო წამყვანი, რომელიც შოუს 2017 და 2018 წლებში გაუძღვა NBC-ის ღამის შოუს ვარსკვლავი, ჯიმი კიმელი, გახლდათ.
დაჯილდოებამ ამ წლებში, ასევე განიცადა, პანდემიით გამოწვეული, რეიტინგის სწრაფი ვარდნა.
როგორც ჩანს, 2022-ში ყველაფერი თავის ადგილს უბრუნდება, მათ შორის წამყვანის ამპლუაც.
ინსაიდერებისთვის თქმით, "Academy Awards"-ის მორიგ დაჯილდოებას შესაძლოა, წლევანდელი ბლოგბასტერის "Spider-Man": Now Way Home"-ის ვარსკვლავი, ტომ ჰოლანდი გაუძღვეს. ინფორმაციის თანახმად აკადემია მასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.