მარჯანიშვილის თეატრში „კრეიცერის სონატას“ პრემიერა
გაიმართა. სპექტაკლის ავტორები გახლდნენ ქართველი გამორჩეული რეჟისორები: ლევან წულაძე და თემო კუპრავა, რომლებმაც
ორიგინალობითა და თანამედროვე ინტერპრეტაციებით გააცოცხლეს მე-19 საუკუნეში დაწერილი
ლევ ტოლსტოის ფილოსოფიური ნოველა „კრეიცერის სონატა“. სპექტაკლში მონაწილეობდნენ მსახიობები:
ნიკოლოზ კუჭავა, ლელა მებურიშვილი, მანანა კოზაკოვა-წულაძე, ქეთევან ცხაკაია, ბესიკ ბარათაშვილი, გიორგი (ჯაბა) კილაძე და მარიამ ცქიფურიშვილი.
სპექტაკლი მთლიანად ლევ ტოლსტოის ნოველას მიხედვით
იყო დადგმული და ეხებოდა ერთ-ერთ მწვავე საკითხს: ოჯახი- ჭეშმარიტი სიყვარულის გვირგვინი
თუ აუტანელი მძიმე ტვირთი?!
რატომ ქორწინდება მამაკაცი ქალზე? ამის ერთადერთი პასუხი სიყვარულია. შეხვდება ქალს, რომელიც მოეწონება და გადაწყვეტს, რომ ის ერთადერთი და განუმეორებელია. მხოლოდ მისთვის არის შექმნილი და მხოლოდ მას უნდა ეკუთვნოდეს უკუნითი უკუნითამდე .სინამდვილეში კი შესაძლებელია მას უბრალოდ დეკოლტე მოეწონა, ან კაბა, რომელიც განსაკუთრებულად უხდებოდა, ჟორსე, ან თმა რომელსაც ნიავი იმ წუთას ძალიან ლამაზად არხევდა. მას აღეძრა ბუნებრივი სურვილი მასთან ყოფნის, მისი ნახვის, მთელი ცხოვრების მასთან ერთად გატარების .ალბათ ქალსაც იგივე დაემართა და მათ შექმნეს ოჯახი. მიზანი მიღწეულია, სურვილი დაკმაყოფილებული და უცებ ირკვევა, რომ მათ არაფერი არ აკავშირებთ ერთმანეთთან გარდა ცხოველური ფიზიკური ლტოლვისა. ორ სამ თვეში ერთმანეთის პირისპირ რჩება ორი ეგოისტი, რომლებსაც ერთმანეთისგან მხოლოდ ერთი რამ სჭირდებათ, სურვილის დაკმაყოფილება და აქ ირკვევა, რომ ოჯახი და ქორწინება ერთი დიდი საზიზღარი ტყუილია და მეტი არაფერი. ისინი ატყუებენ სხვასაც და საკუთარ თავსაც. ღალატობენ ერთმანეთს და თუ ღალატობენ ეს კიდე აიტანება და თუ არა, თუ აიძულებენ ერთმანეთს ერთგულება შეინახონ, განშორება სურთ და მიუხედავად ამისა მაინც ერთად არიან, აი მაშინ იწყება ჯოჯოხეთი, თავს იკლავენ, ხოცავენ ერთმანეთს, წამლავენ სხვასაც და საკუთარ თავსაც...
და თუ მართლა ასეა, მაშ რაღაა სიყვარული?! სპექტაკლი
სწორედ სიყვარულისა და ოჯახის დეფინიციის განხილვით იწყება. პირველი სცენა მატარებელში
მიმდინარეობს, სადაც ორი ახალგზარდა წარმოსადეგი ქალბატონი და ძველი ყაიდის მოხუცი კაცი
ცხარე დიალოგში არიან ჩაბმული. მოხუცი კაცის აზრით, ქალი მამაკაცის ნეკნისგან შეიქმნა
და ასე დარჩება უკუნითი უკუნისამდე. მას უნდა ეშინოდეს ქმრისა და მთელი ცხოვრების განმავლობაში
უნდა იყოს მისი მორჩილი, სურვილების დამკმაყოფილებელი. თუმცა ქალბატონების აზრით, ოჯახი
უნდა შეიქმნას სიყავარულით, სადაც ქალსაც და კაცსაც ერთნაირი პრივილეგიები და უფლებები
ექნებათ. ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი იწყება მაშინ, როდესაც ერთი ახალგაზრდა ბიჭი
მოულოდნელად დასვმას კითხვას : არსებობს სიყვარული? და თუ არსებობს რამდენი ხანი გრძელდება
იგი?
შეიძლება ითქვას, რომ მთელი სპექტაკლი სწორედ ამაზეა
აგებული, თავად სპექტაკლის რეჟისორი ლევან წულაძე ამბობს, რომ სპექტაკლი არის სიყვარულზე, რომელსაც აქვს მძიმე
ფორმები. რომლის შედეგიც ხშირშემთვევაში არის ეჭვიანობა, დომინირებისა და დასაკუთრების
სურვილი. სიყვარული არის ბომბი, ტროტილი და როდის გასკდება, ან რა ფორმით არავინ იცის...
ნუთუ ყველა სიყვარულით შექმნილი ოჯახების ბედი
ძალადობა, ძალდატანებითი ერთგულება და მოვალეობების შესრულებაა?! თუ უბრალოდ დამახინჯებული
მენტალიტეტი, განათლების ნაკლებობა და არასწორად გააზრებული სიყვარულის დეფინიციაა პრობლემა?!
მე უფრო მეორე მგონია, რის თქმის
საშუალებასაც სპექტაკლის შემდგომი განვითარება მაძლევს.
არც პოზდნიშევს უყვარდა „თავისი რჩეული“ და არც
გოგონა იყო მის მიმართ დიდი სიყვარულით განწყობილი. მას უბრალოდ ხიბლავდა მაღალი, წარმოსადეგი,
„განათლებული“ კაცის გვერდით ყოფნა, რომელიც ფულიანიც იყო და ცნობილიც. გაჰყვა ცოლად, მიუხედავად
იმის, რომ ხშირად ვერ უგებდა, განსხვავებული ინეტერესები ჰქონდა, თუმცა რადგან მის გვერდით
თავს კარგად გრძნობდა , ეგონა ეს კაცი მისი ერთადერთი სიყვარული იყო. ასე შეიქმნა კიდევ
ერთი უსიყვარულო ოჯახი, რომელიც საბოლოოდ ძალადობიის კერად იქცა.
სპექტაკლის ყველაზე ამაღელვებელი ნაწილი მაშინ
იწყება, როცა საკუთარი ცოლის მკვლელობაში ბრალდებული 15 წლის ასაკში მიღებულ „გამოცდილებაზე“
იწყებს საუბარს და იმაზე, თუ როგორ ენგრევათ პატარა ბიჭებს ფსიქოლოგია საკუთარი მამებისა
თუ ბიძების დამახინჯებული მენტალიტეტის გამო.
პოზდნიშევის აზრით, რომ არა ბიძამისის ეს გადაწყვეტილება, შეიძლება მკვლელად, მოძალადედ, ეჭვიან
და ბინძურ ადამიანად არ ჩამოყალიბებულიყო. და ეს მართლაც ასეა. ჩვენ, მაყურებელმა, სცენაზე
ვიხილეთ როგორ ჩამოიშალა პოზდნიშევის ფსიქიკა ტრამვული ბავშვობისა და დამახინჯებული
მენტალიტეტის გამო. მთელი სიცხადით ვიგრძენით, რას უშვება ადამიანს ეჭვიანობა და საბოლოოდ რა შედეგამდე მიჰყავს
იგი.
სახედაკარგული, ფსიქიკაჩმოშლილი პოდნიშევი მივლინებიდან
ბრუნდება სახლში და ათასგვარი მძიმე ეჭვი უტრიალებს თავში: „იქნებ ჩემი ცოლი მღალატობს?“
„რატომ არ შეიძლება იმ გარეწარ მევიოლონეს, რომელიც ჩემგან არაფრით განსხვავდება, არ
ესარგებლა სიტუაციით? მე ხომ ასე ვიზამდი?!“, ამ ფიქრებით დაბრუნებული კაცი მოიკითხავს
ცოლს, რომელზეც მოსამსახურეები ეტყვიან რომ მევიოლინესთან ერთად ოთახში „კრეიცერის სონატას“
უკრავს. მაყურებელი იძაბება, სპექტაკლის კულმინაცია ახლოსაა, მთელი სიცხადით ვგრძნობთ
რა საშინელება შიეძლება დატრიალდეს და ეჭვიც მართლდება. პოდნიშევი საკუთარ ცოლს, “საყვარელ“
ადამიანს და 5 შვილის დედას დაუფიქრებლად გამოჭრის ყელს. სპექტაკლი კი მისი მონოლოგით
მთავრდება: „სასამართლოზე ერთსა და იმავეს მეკითხებოდნენ, თუ როგორ მოვკალი ჩემი ცოლი,
რომელ საათზე, რა ვითარებაში. მათ ეგონათ, რომ მე ჩემი ცოლი 8 ოქტომბერს, ღამის პირველ
საათზე მოვკალი, ჩვენი სახლის მისაღებ ოთახში.სინამდვილეში მე ის მოვკალი გაცილებით
ადრე, მაშინ როდესაც მისი ცოლად მოყვანა გადავწყვიტე..."
დღეს 21-ე საუკუნეა, თუმცა მე-19 საუკუნეში ლევ
ტოლსტოის მიერ დაწერილი ნოველა და შესაბამისად მისი მიხედვით დადგმული სპექტაკლი უდიდეს
ტკივილს იწვევს მაყურებელში. რადგან ერთხელ მაინც შევსწრებივართ ოჯახური ძალადობის
მსხვერპლ ქალებს, მოძალადე, ეჭვიან კაცებს და ძალადობის კერად ქცეულ ოჯახებს და გაგვჩენია
კითვა: „ოჯახი- ჭეშმარიტი სიყვარულის გვირგვინი თუ აუტანელი მძიმე ტვირთი?!“