11 აგვისტოს, 20:00 საათზე ბაზარი ორბელიანის სივრცეში "პანჩლაინ თერაპია" გაიმართება.
"როგორი იქნებოდა თერაპია, ფსიქოლოგი რომ ხუმრობა-ხუმრობაში გვეხმარებოდეს პრობლემების მოგვარებაში?"
იმპროვიზაციულ ფორმატში კომიკოსები მსმენელს სცენაზე ეპატიჟებიან და საჯაროდ ეგზისტენციალური საკითხების გადაწყვეტაში ეხმარებიან.
"პანჩლაინ თერაპიაზე" სამმა კომიკოსმა, ირაკლი ჯაბუამ, ანასტასია ბენდუქიძემ და ონისე ოქრიაშვილმა შექმნა, დაწყებიდან დღემდე კი საკმაოდ დიდი აუდიტორია დააგროვა და წარმატებულ პროექტად ფორმირდა.