გრამატიკულად გაუმართავი საუბრის მოსმენამ შესაძლოა ფიზიკური სტრესი მოგაყენოთ

4
გრამატიკული შეცდომების მოსმენამ ჩვენი გულისცემა შესაძლოა უფრო რეგულარული გახადოს, რაც სტრესის მაჩვენებელია 🤔
• მათთვის, ვინც ყოველ ჯერზე ბრაზდება, როცა ესმის "საავადმყოფოს" ნაცვლად "სავანტყოფო", "ახლას" ნაცვლად "ეხლა", ან "ლამის" ნაცვლად "რამის",   ეს შეიძლება იყოს უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ წარმავალი გაღიზიანება.
ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ჩვენმა სხეულმა შეიძლება გამოავლინოს სტრესის ფიზიკური ნიშნები გრამატიკული შეცდომების მოსმენის შემდეგ.
IFLScience-ს თანახმად, ავტონომიური ნერვული სისტემა (ANS) აკონტროლებს გულისცემას, ამიტომ მკვლევრები ცდილობდნენ გაეზომათ გულისცემის ცვალებადობა (HRV) იმ ადამიანებში, რომლებიც გრამატიკულად გაუმართავ საუბარს ისმენდნენ, რათა მეტი გაეგოთ კოგნიტურ ფუნქციასა და ფიზიოლოგიას შორის არსებულ ურთიერთობაზე.
როგორც თანმიმდევრულ გულისცემებს შორის ინტერვალების ხანგრძლივობა გვეუბნება, HRV (გულისცემის ცვალებადობა) შეიძლება იყოს სტრესის ინდიკატორი – გულისცემებს შორის ინტერვალები უფრო რეგულარული ხანგრძლივობისაა, როდესაც ადამიანი სტრესს განიცდის, ვიდრე უფრო ცვალებადი, როდესაც მშვიდადაა.
თითებზე დამაგრებული გულისცემის მონიტორინგისთვის განკუთვნილი მოწყობილობის გამოყენებით, ორმოცდაერთმა ზრდასრულმა ბრიტანელმა მოისმინა ინგლისური მეტყველების 40 ნიმუში.
მათი ნახევარი გრამატიკული შეცდომებით გავსებული სტატიების სახით იყო, რომლებშიც არეული იყო "a/an და the" არტიკლები.
შედეგებმა აჩვენა, რომ რაც უფრო მეტ გრამატიკულ შეცდომას კითხულობდნენ/ისმენდნენ კვლევაში მონაწილეები, ეცემოდა გულისცემის ცვალებადობის მაჩვენებელი და უფრო რეგულარული ხანგრძლივობის ხდებოდა მათი გულისცემა, შესაბამისად მაღალი იყო სტრესის დონეც.
» „ამ კვლევის შედეგები ყურადღებას ამახვილებს ფიზიოლოგიასა და შემეცნებას შორის კომპლექსური ურთიერთობის ახალ განზომილებაზე...
ჩვენი შედეგები მიუთითებს, რომ ავტონომიური ნერვული სისტემა ასევე პასუხობს კოგნიტურ მოთხოვნებს, რის საფუძველზეც ივარაუდება, რომ კოგნიტური ძალისხმევა აისახება ფიზიოლოგიურ სისტემაზე იმაზე გაცილებით ძლიერად, ვიდრე ადრე ფიქრობდნენ“, - თქვა დაგმარ დივიაკმა, კვლევის მთავარმა მკვლევარმა.
4