2021 წელს, "ნასას" Perseverance (პერსი) როვერმა წარმატებით გაფილტრა ჟანგბადი მარსის ატმოსფეროდან, რაც მნიშვნელოვანი მიღწევაა. 🙌🏼
როვერის ინსტრუმენტმა (სახელად MOXIE) სულ 122 გრამი ჟანგბადი ნახშირორჟანგით მდიდარი ატმოსფეროდან აწარმოა.
MOXIE (Mars Oxygen Resource Utilization Experiment) იყენებს ელექტროქიმიურ პროცესს ჟანგბადის ატომების ნახშირორჟანგის მოლეკულებისგან გამოსაყოფად.
მოწყობილობა ათბობს მარსის ჰაერს დაახლოებით 800 გრადუს ცელსიუსამდე და იყენებს მყაროქსიდურ ელექტროლიზერს რეაქციის გასამარტივებლად.
მოწყობილობა შექმნილია საათში 10 გრამამდე ჟანგბადის გამოსამუშავებლად, ჟანგბადის სისუფთავე 98% ან მეტია.
წითელ პლანეტაზე ჟანგბადის პირველი წარმატებული მოპოვება 2021 წლის 20 აპრილს მოხდა, "პერსის" მისიის მე-60 მარსიანულ დღეს.
მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად მხოლოდ 5 გრამი ჟანგბადის გამომუშავება მოხერხდა, რაც საკმარისია იმისათვის, რომ ასტრონავტმა დაახლოებით 10 წუთი ისუნთქოს, მიღწევამ საფუძველი ჩაუყარა შემდგომ კვლევებსა და ჟანგბადის მოპოვების უფრო ფართო მეთოდების შემუშავებას.
MOXIE-ის წარმატება გადამწყვეტია მარსზე მომავალი პილოტირებული მისიებისთვის.
ადგილზე ჟანგბადის წარმოება ამცირებს დედამიწიდან დიდი რაოდენობით ჟანგბადის ტრანსპორტირების საჭიროებას, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს მისიის ხარჯებს.
ჟანგბადი არა მხოლოდ აუცილებელია სუნთქვისთვის, არამედ რაკეტების საწვავშიც ძირითადი ელემენტია.