პერსონალური უსაფრთხოება სტუდენტებისთვის

11
ტრენინგი მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას შემდეგ საკითხებზე:
- პერსონალური ინფორმაცია და მისი დაცვის შესაძლებლობები;
- პირადი და ოჯახის უსაფრთხოება, საჭიროებების განსაზღვრა − ყოველდღიურობა, სატრანსპორტო უსაფრთხოება (მარშრუტის განსაზღვრა, ტრანსპორტის შერჩევა), უსაფრთხოების სხვა ასპეტები;
- სამუშაო და საცხოვრებელის ყოველმხრივი შესწავლა (პასპორტიზაცია): შენობა-ნაგებობები, გარემო, პერსონალი;
- უსაფრთხოების სერვისები (ურთიერთობა ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებთან);
- საფრთხის იდენტიფიცირება და როლური სიმულაციების განხილვა;
- როგორ ვიქცევით საგანგებო სიტუაციებში;
- პრაქტიკული ქეისები.
ტრენინგი დაფუძნებულია პრაქტიკულ მაგალითებსა და სავარჯიშოებზე, რეალური შემთხვევების განხილვასა და გადაწყვეტაზე, რაც მაქსიმალურად აღქმადს, სახალისოს და ეფქტურს ხდის ტრენინგს.
ტრენინგს გაუძღვება: ცენტრის მეთოდური კონსულტანტი გიორგი მკურნალიძე PhD; უსაფრთხოების თადარიგის ოფიცერი; 30 წელზე მეტი სამუშაო გამოცდილებით, უსაფრთხოების სხვადასხვა წამყვან თანამდებობაზე; მრავალწლიანი ტრენერის გამოცდილებით-კონფლიქტოლოგიის და უსაფრთხოების სფეროში; სამეცნიერო შრომების ავტორი; პერსონალური და სამოქალაქო უსაფრთხოების პრაქტიკოსი ექსპერტი. ტრენინგის პროცესში აგრეთვე ჩაერთვებიან მოწვეული სპეციალისტები - სდსს ვეტერანები.
ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს ჩაუტარდებათ ტესტირება და ტესტირების შედეგების მიხედვით მსმენელებს გადაეცემათ კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
ტრენინგის ხანგრძლივობა: 16 საათი, ორი დღე (შაბათი-კვირა).
ტრენინგზე მსმენელების მაქსიმალური რაოდენობა ჯგუფში: 10-12 მსმენელი.
ტრენინგი უზრუნველყოფილია ლანჩისა და ყავის შესვენებებით.
ტრენინგის ღირებულება: 25 ლარი
დამატებით ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს 
ან მოგვწერეთ: ssps.veterans@gmail.com
ან დაგვიკავშირდით Facebook  და LinkedIn
11