სინათლის კვანტური მდგომარეობა წარმატებით იქნა ტელეპორტირებული 30 კმ-ის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით, თანაც მასში გამავალი ინტერნეტ ტრაფიკის პარალელურად 🙌🏼
✦ ეს გახლავთ მიღწევა ინჟინერიაში, რომელიც ოდესღაც წარმოუდგენელი იყო.
ამერიკელი მკვლევრების ეს შთამბეჭდავი მიღწევა შესაძლოა ცხოვრების სირთულეების შემსუბუქებაში არ დაგვეხმაროს, თუმცა, არსებული ინფრასტრუქტურის მეშვეობით, კვანტური მდგომარეობების ტელეპორტირების შესაძლებლობა უზარმაზარი წინ გადადგმული ნაბიჯია კვანტურთან დაკავშირებული გამოთვლითი ქსელის, გაუმჯობესებული დაშიფვრის ან ახალი მძლავრი სენსორული მეთოდების შესაქმნელად.
» ,,ეს წარმოუდგენლად ამაღელვებელია, რადგან არავის ეგონა, რომ ეს შესაძლებელი იყო", - ამბობს პრემ კუმარი, ინჟინერი, რომელიც ხელმძღვანელობდა კვლევას.
,,ჩვენი ნამუშევარი გვიჩვენებს, თუ როგორ შეუძლიათ კვანტურ და ჩვეულებრივ ქსელებს ერთი და იგივე ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გაზიარება.
ამან შესაძლოა კვანტური კომუნიკაცია ახალ ეტაპზე გადაიყვანოს."
ტელეპორტაცია, ისევე როგორც კონცეფცია, რომელიც "Star Trek"-შია წარმოდგენილი, გულისხმობს ობიექტის კვანტური მდგომარეობის (ან შესაძლებლობების) ერთი ადგილიდან მეორე ადგილას გადატანას ორიგინალის განადგურებით.
იმისათვის, რომ ეს მოხდეს, ორი ობიექტის მდგომარეობა ერთმანეთთან უნდა იყოს დაკავშირებული.
კვანტური მდგომარეობები მყიფე გახლავთ, აი, როგორც "ბამბის ნაყინი" წვიმაში.
სათანადოდ დაცვის გარეშე, სიცხემ ან სხვა ჩარევამ შეიძლება სწრაფად გაანადგუროს ისინი.
კომპიუტერის შიგნით კვანტური მდგომარეობების დაცვა საკმაოდ რთული ამოცანაა, მაგრამ ერთი ფოტონის გაგზავნა დატვირთული ოპტიკური ბოჭკოების ფონად, კიდევ უფრო რთულია.
ეს ჰგავს "ბამბის ნაყინის" მდინარეში ჩაგდებას იმის იმედით, რომ "ნაყინი" მდინარის მეორე მხარეს იდეალურად გადავა.
მეცნიერებმა, ერთადერთი ფოტონის მდგომარეობის - წამში 400 გიგაბიტი ინტერნეტ ტრაფიკის ფონზე - შესანარჩუნებლად, გამოიყენეს ტექნიკა, რომელიც ზღუდავდა ფოტონის არხს და ამცირებდა მისი გაფანტვისა და სხვა ტალღებთან შერევის ალბათობას.
ყოველი ასეთი ნაბიჯი გვაძლევს ვარაუდის შესაძლებლობას, რომ
კვანტური ინტერნეტი გარდაუვალია, რაც მეცნიერებს სრულიად ახალ შესაძლებლობას მიანიჭებს ჩვენი სამყაროს კვლევის ასპექტში.