პირველად მსოფლიოში: ჩინელმა მეცნიერებმა ტიპი 1 დიაბეტის მქონე პაციენტი განკურნეს

3
ტიპი 1 დიაბეტის განკურნება უჯრედების ტრანსპლანტაციის წყალობით მოხდა 👏🏼
✦ ჩინელმა მეცნიერებმა განაცხადეს, რომ განკურნეს ტიპი 1 დიაბეტის მქონე პაციენტი უჯრედების ტრანსპლანტაციის გამოყენებით, რაც მსოფლიოში პირველი შემთხვევაა.
როგორც ჩინური გამოცემა The Paper-ი იტყობინება, 25 წლის პაციენტმა, რომელიც ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ქრონიკული დაავადება ჰქონდა, შეძლო ბუნებრივად დაერეგულირებინა სისხლში შაქრის დონე, მინიმალურად ინვაზიური ოპერაციის ჩატარებიდან დაახლოებით 2.5 თვის შემდეგ.
მოხსენებაში ნათქვამია, რომ მკურნალობა მოიცავდა "ქიმიურად გამოწვეული პლურიპოტენტური ღეროვანი უჯრედების ნაწილების" გამოყენებას.
ამისათვის, მკვლევრებმა ჯერ პაციენტის ცხიმოვანი უჯრედები შეაგროვეს და შემდეგ გამოიყენეს მცირე მოლეკულური ქიმიკატები, რათა ეს უჯრედები პლურიპოტენტურ ღეროვან უჯრედებად გადაექციათ.
შემდეგ, ეს უჯრედები გადაკეთდა უჯრედების კლასტერებად და შეიყვანეს პაციენტის მუცლის კუნთებში.
ღეროვანი უჯრედები უნიკალური უჯრედებია, რომლებსაც შეუძლიათ თვითგანახლება და სხვადასხვა სპეციალიზებულ უჯრედებად დიფერენცირება, რათა ქსოვილი აღადგინონ.
იმის გამო, რომ პანკრეასის უჯრედები უშუალოდ პაციენტისგან იყო მიღებული, იმუნური უარყოფა არ მომხდარა.
პაციენტმა მთლიანად შეწყვიტა ინსულინის ინექციების მიღება პროცედურის დასრულებიდან 75 დღის შემდეგ.
South China Morning Post-ის ცნობით, გაუმჯობესება ერთ წელზე მეტხანს გაგრძელდა.
IMAGE: CLICKHOWTO
3