პირველი რესპუბლიკის დროშა

14
1918 წლის 10 სექტემბერს მიიღეს კანონი “საქართველოს რესპუბლიკის დროშისა”.  მხატვარი გია ბუღაძე დროშის ფერებს ამგვარად განმარტავს: „შავი – ქვესკნელი – წარსული; წითელი შინდისფერი – სკნელი – აწმყო; თეთრი – ზესკნელი – მომავალი. შავი – ის, რაც უნდა იყოს საფუძვლად, გადადის ზევით და კეტავს თეთრს, ფაქტიურად, სულიერ საწყისს და მომავალს“.
პირველი რესპუბლიკის დროშის ავტორები მოქანდაკე იაკობ ნიკოლაძე და მხატვარი იოსებ შარლემანი არიან. იაკობ ნიკოლაძე  პოლიტიკური აქტიურობით გამოირჩეოდა, მუდმივად ესწრებოდა პარლამენტის სხდომებს… მისი თანამედროვეს გადმოცემით, მოქანდაკისათვის უკითხავთ, როგორ არ ბეზრდებოდა მუდმივად დეპუტატთა საუბრის მოსმენა. იაკობმა უპასუხა: „არა! მე ვსტკბები ჩვენი დამოუკიდებლობით. დამოუკიდებლობა ნამდვილი საზრდოა. ადამიანი ყოველდღე ღებულობს საზრდოს, მაგრამ არასდროს არა სწყინდება!“
14