თბილისსა, ბათუმსა და ქუთაისში პიროტექნიკური ნაწარმის უნებართვოდ/ლიცენზიის გარეშე რეალიზაციის გამო - პირები 5 000 ლარით დაჯარიმდნენ.
პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტი, ექსპორტი, წარმოება ან/და რეალიზაცია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვის/ლიცენზიის გარეშე აკრძალულია, რაც გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით ან უამისოდ.
განმეორების შემთხვევაში 6 000 ლარის ოდენობით.
ასევე , პიროტექნიკური ნაწარმის, იმპორტის, ექსპორტის, წარმოების ან/და რეალიზაციის სანებართვო/სალიცენზიო პირობების დარღვევა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით ან უამისოდ.
აღნიშნულს არეგულირებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 156-ე მე-2 პრიმა და მე-3 პრიმა მუხლები.
აღნიშნულ სამართალდარღვევაზე, სამართალდამრღვევები დაჯარიმდნენ 5 000 ლარის ოდენობით, პიროტექნიკური ნაწარმის უნებართვოდ, ლიცენზიის გარეშე რეალიზაციისთვის.
აღნიშნულ, გამოვლენილ დარღვევებს თითოეული ქალაქის მუნიციპალური სამსახური ავრცელებს.
როგორც ,,
სამტრედიის ამბების" გუნდს გვითხრეს, აქტიურად მიმდინარეობს სამრთალდარღვევათა გამოვლენის პროცესი თითოეულ ქალაქში და მკაცრად კონტროლდება.