თითოეული სურათი ნამდვილი მიღწევაა 👇🏼
1930 წელი: 1930 წლის 18 თებერვალს, ასტრონომმა კლაიდ ტომბომ, ლოუელის ობსერვატორიაში, პლუტონის იდენტიფიცირება წყვილი ფოტოგრაფიული ფირფიტის გამოყენებით შეძლო, რომელიც გადაღებულია ლოუელის ობსერვატორიის 13-დიუმიანი ტელესკოპით.
1994 წელი: "ჰაბლმა" პლუტონის თითქმის მთელი ზედაპირი გადაიღო.
ამ სურათებმა აჩვენეს, რომ პლუტონი უჩვეულოდ რთული ობიექტია, უფრო დიდი კონტრასტით, ვიდრე ნებისმიერი პლანეტა დედამიწის გარდა.
2006 წელი: 2006 წელს, ჰაბლის კოსმოსურმა ტელესკოპმა პლუტონისა და მისი ბუნებრივი თანამგზავრების ყველაზე დეტალური სურათები გადაიღო.
ამ დაკვირვებებმა დაადასტურა ორი დამატებითი ბუნებრივი თანამგზავრის არსებობა, რომლებსაც მოგვიანებით ნიქსი და ჰიდრა უწოდეს.
ამ ორი თანამგზავრის აღმოჩენამ ცხადყო, რომ პლუტონის სატელიტური სისტემა უფრო კომპლექსური იყო, ვიდრე ადრე ფიქრობდნენ.
2015 წელი: 2015 წლის ივლისში, "ნასას" კოსმოსურმა ხომალდმა New Horizons-მა პლუტონის პირველი და მაღალი რეზოლუციის ფოტო გადაიღო, რომელიც მის ნამდვილ ფერებს ასახავს.
სურათებზე ასევე აღიბეჭდა პლუტონის არაერთგვაროვანი რელიეფი, მათ შორის გულის ფორმის რეგიონი, რომელიც ცნობილია, როგორც "ტომბო რეჯიო".