პოსტი ნომერი 2.. მეორე წერილი სემიხაპრიას.. (2)..

1
  დღეო ლამაზო, ნათელი იყოს მარად შენი მზე.. ჩემმა ავად ყოფნამ ძლიერ დამასუსტა, გონებაში რაღაც მსხემები ერთმანეთთან ვერ ერთდება, მავიწყდება ურიცხვი რამ, მაგრამ ამ ქვეყნად თურმე ხელმწიფება აღმართს ხნავს.. რით მოგეფერო თუ არა გულით, და ჩემი ხელები კვლავ უშენოდ იხვევენ ჰაერს.. გეფერები გულთან გიკრავ, ახლოვ ჩემო.. თავს გევლები ამ ურიხვი ჩემი სასოწარკვეთებით და მაინც მსურს შეგახსენო დედა ღვთისა, სიყვარული ჩემი და ძლიერება ჩემი.. გულში საშინელი სიცარიელე მაქვს, ვკითხულობ საგალობლებს, მაგრამ სულ ამაოდ, ასე მგონია, რომ არასოდეს შეივსება უდედობა ჩემი და უმისო სივრცე.. ჩემს ირგვლივ პატარები მინათებენ წყვდიადს, ისეთი კარგები, ისეთი სრულქმნილები, რომ მზად ვარ ვკვდებოდე, ოღონდაც კვლავაც დარჩნენ მათნი ანგელოზნი მიპყრობილნი სახით ღვთისადმი.. გიკოცნი ხელებს და ქვეშ გეგები, ხიდებად ცრემლების, ხიდებად ყვირილების, იმ ჩუმი ყვირილებით და ღრიალით გულში მხოლოდ წყალს რომ ესმის და ჩანთქმულ სივრცეს.. გახსოვდე შენს ლოცვებში, შენს იდუმალ ფიქრებში, მე ნუ გამეყრები ნურც რა ფიქრში დღეო.. მე შენი საყრდენი და მე შენი მეგობარი, ერთი სასმისიდან ვსვათ და ერთი ჯამ-ფილიდან ვჭამოთ.. ჩემი ღმერთი, შენი ღმერთი, ჩვენი მაცხოვარი ის მე მამაგრებს და მსწავლის.. ო, როგორი ტკბილი არი ზოგჯერ განსაცდელი, როგორ მივეჩვიე სევდასა და ტკივილს გულის.. სიტკბოვ შენ დაღვრილო ჩემს სულის კიბეებზე, ჩემს დარდიან თვალთა კვლავაც დარდო უსასრულოვ, სიხარულო გოგოვ, თბილო, საყვარელო, მომეფიცხე ძლიერ, და ერთად მიგვერულოს.. მე გაძლევ შენ სულისგან ჩემი ძლიერების, ო გვირგვინო ჩემო, ლამაზო და სათნოვ.. სიყვარულის ჟამი ახლოა და ვშიშობ, ვშიშობ, რადგან ვიცი რომ ის ძალზედ ძლიერია.. ჩემი უფალია ჩემს გულში და ვცდილობ ყოველ მხრივ, რომ მახსოვდეს მისნი გზანი, არამედ კვლავ ვბორძიკობ ეჭვებით, შიშებით, ამბოხით, როგორც მორქინალი ხარი, ცოფიანი ცხვარი.. და ჩემივე მგლის თათებს არ ვიცი სად გავექცე, ან ჩემივე მგლის კბილებს რა ვუყო არ მესმის.. ასეთი დავიბადე, სხვაგვარად არ ძალმიძს, მე თავისუფალი გავჩნდი.. ჩემო მიმოფრენავ ფრინველთა ჩემს გულში, შემიწყნარე დევიც, ურჩხულიც და მკვლელიც; მე შენს სიცოცხლეს ზედ ვეფარები, მე შენი სამოსი ვარ, მე ვარ შენი კვართი.. ვწუხვარ, მაგრამ კვლა ზე დიდ არს სიხარული, და კვლავაც ვუმორჩილებ ღმერთს თავს, მავნებელი ვარ და შემიცოდე, მავნებელი ვარ და ვარ პატარა ბავშვი.. და შენს გულს სიმაგრე ჩემო სიმშვიდეო, და შენს გულს სიხალისე ჩემო აღმაფრენავ, ლაღო მომხრობილო ჩემს თვიჰრს მტრედის ხუნდო, ყოველმა მზემ ინათოს შენმა.. გაკურთხევ და ვმადლობ ჩემს ღმერთს იმ ნათელში, გაკურთხევ და ღამე ჩემი მოგეხვიოს, ტკბილად მიგეძინოს ჩემს სიმხურვალეში, გესმოდეს თუ რატომ ძგერს ეს გული შენთან ერთად.. გენათოს!!.. დე უფალი იცავდეს შენს უხილავ ფრთებს.. გენათოს!!.. დე ღმერთი იყოს მარად შენთან.. ღვთისმშობლის მადლმა არ მიგატოვოს, მარად საგალობლად ქცეულმა დედის მადლმა.. ამინ.. ამინ..  
1