ჟუკიანა ფოფხაძემ კიდევ ერთხელ გაგვაოცა. პროექტის 2 წლის იუბილე და ძმათა პოეზია.

6
  ჟუკიანა ფოფხაძე ხელმძღვანელობს თავისივე იდეით შექმნილ პროექტს , , გავუზიაროთ ერთმანეთს პოეზიისა და პროზის სიყვარული". როგორც იცით, პროექტი ჟუკიანამ მამის, თამაზ ფოფხაძის ხსოვნას მიუძღვნა.  სიმბოლურად პროექტისა და თამაზ ფოფხაძის დაბადების დღე 14 ივლისსაა. 
   14 ივლისს თამაზ ფოფხაძე 66 წლის გახდებოდა, პროექტი კი 2 წლის გახდა, ამიტომ პოეზიისა და პროზის მოყვარულები , , მეგობრობის სახლში", ჟუკიანას მამისეულ სახლში შეიკრიბნენ.
   შეაჯამეს განვლილი 2 წელი, პროექტის წევრებმა გაუზიარეს მსმენელებს განვლილი აქტივობებიდან მათთვის დასამახსოვრებელი ეპიზოდები, მოიგონეს თამაზ ფოფხაძე, წაიკითხეს მასზე მიძღვნილი ლექსები. 
    ჟუკიანა ფოფხაძემ პუბლიკას წარუდგინა ახალი სახე, პოეტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, მათემატიკოსი - მერაბ (ვასო) თევზაძე.  მერაბ თევზაძე ცნობილი ქართველი პოეტის,     ლიტერატორის - აკაკი თევზაძის ძმაა.
            პროექტის წევრებმა წაიკითხეს ძმების, აკაკი და მერაბ თევზაძეების ლექსები, ბატონ აკაკის შემოქმედებას ყველა იცნობდა, პირველად წარსდგა საზოგადოების წინაშე ბატონი მერაბი და აღაფრთოვანა მსმენელი. უნდა აღვნიშნოთ, რომ აკაკი და მერაბ თევზაძეები, თამაზ ფოფხაძის დეიდაშვილები არიან, მეტიც, წვლილი აქვთ შეტანილი თამაზ ფოფხაძის აღზრდაში. გივი ღაღანიძემ აღნიშნა, რომ ძმებს თამაზის სამეგობროს აღზრდაშიც აქვთ წვლილი შეტანილი და მადლობა გადაუხადა მათ.
       ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: დავით და ანასტასია ტუხაშვილები, თამარ და ნაზარ ბარამიძეები, თამარ და ელისაბედ ხუჭუები, ირაკლი კოპალეიშვილი, აკა დვალიშვილი, გიორგი ბაღდავაძე, მიშიკო კალაძე.
       პროექტს შეუერთდა და აქტიურად ჩაერთო პედაგოგი ლიანა ადეიშვილი.
საღამოში მონაწილეობდნენ პოეზიისა და პროზის მოყვარულები, შემოქმედები:
აიპ. პოეზიარის დამფუძნებელი, პოეტი - თემო ჭახნაკია,                
პოეტის სახლი , , მარგის" დამფუძნებელი, პოეტი -  ნათელა ფოჩხუა,  
მზის თეატრის ხელმძღვანელი, ქველმოქმედი, პოეტი- ნათია ჯიმშელეიშვილი,       
 მომღერალი, პოეტი - ეთიფარიე რიონისპირელი (ეთერ ფახურიძე),
 პოეტი - ირინოლა გურული (ირინა შანიძე),                                        
საბავშვო მწერალი, სონეტისტი, პოეტი -მანანა ტონია,                        
პოეტი - მაყვალა ჩირგაძე,                                                                          
პოეტი - ანზორ გეგუჩაძე (ზმანება),                                                
ჟურნალისტი, ფილოლოგი - ნათია ნაცვლიშვილი,                                
პოეტი - მალხაზ უღრელიძე,                                                                
პოეტი - ნიკოლოზ ღვინიანიძე,                                                            
პოეტი, ისტორიკოსი - გალაქტიონ ხევისწყლისპირელი (გიორგაძე),
მსახიობი - ზაზა ახობაძე,                                                                        
ხელოვანი - კობა მანჯგალაძე,                                                                        
 გივი ღაღანიძე,                                                                                                  
 ნათელა გელეიშვილი,                                                                              
გულიკო გოგიტიძე-ჩაბრაძე,                                                                          
კომპოზიტორი - ფოთოლა ჩიქობავა,
ონლაინ ჩაერთო - პოეტი, თემურ ძიძიგურის სახელობის სალონური საღამოების ხელმძღვანელი - ირმა ქურასბედიანი
      საღამოს დასასრულს, ჟუკიანა ფოფხაძემ მადლობა გადაუხადა ლაშა კოტორაშვილსა და გიორგი კუტალაძეს თანადგომისთვის, დახმარებისთვის. 
        ღონისძიების სრული ვერსია: 
6