ჟუკიანა ფოფხაძემ სოფელ ღანირზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო

8
       ჟუკიანა ფოფხაძემ გადაიღო დოკუმენტური ფილმი , , ღანირის ისტორია". ფილმი ორი ნაწილისაგან შედგება, სადაც გადმოცემულია ღანირის ისტორია, ინფორმაცია წარმატებული, ცნობილი ღანირლების შესახებ.
    აღსაღნიშნავია, რომ რეჟისორი, იდეისა და სცენარის ავტორი ქალბატონი ჟუკიანაა, მანვე გაახმოვანა და დაამონტაჟა ფილმი.
     როგორც რეჟისორმა მიამბო, ფილმის გადაღებაში ეხმარებოდნენ:   ოპერატორი -  ლაშა კოტორაშვილი, რომელიც ჟუკიანასთან ერთად ფეხით დადიოდა ღანირში, რათა შეეგროვებინათ ინფორმაცია ღანირზე და ღანირლების შესახებ.
ოპერატორი - გიორგი კუტალაძე, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ფილმის გადაღებაში, ოპერატორობასთან ერთად, უზრუნველყოფდა შემოქმედებითი ჯგუფის ტრანსპორტირებას.
პატარა ოპერატორები - თამარ და ნაზარ ბარამიძეები.  თამარი და ნაზარი,   ჟუკიანა ფოფხაძის შვილებია.
  მე პირადად დიდ მადლობას ვუხდი ქალნატონ ჟუკიანასა და მის გუნდს უანგარო შრომისთვის. მრავალჟამიერ თქვენს შემართებას.
ფილმის სანახავად გადადით ბმულძე:
I ნაწილი 
II ნაწილი
8