ჟუკიანა ფოფხაძე, საქართველოს ქალთა საბჭომ მადლიერების სიგელით დააჯილდოვა

6
     საქართველოში არსებობს პროექტი , , გავუზიაროთ ერთმანეთს პოეზიისა და პროზის სიყვარული", რომლის იდეის ავტორი, ხელმძღვანელი და ორგანიზატორი, უნიჭიერესი ქალბატონი ჟუკიანა ფოფხაძეა.
    პროექტი  ეძღვნება ჟუკიანას მამის, თამაზ ფოფხაძის ხსოვნას. 
     საქართველოს ქალთა საბჭომ, რომელიც 100 წელზე მეტია უწყვეტად არსებობს და აქვს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი,   ქალბატონი ჟუკიანა დააჯილდოვა მადლიერების სიგელით,   პროექტის , , გავუზიაროთ ერთმანეთს პოეზიისა და პროზის სიყვარული" დაარსებისა და წარმატებით განხორციელებისათვის.
    იდეის განხორციელებაში ქალბატონ ჟუკიანას,   უანგაროდ  ეხმარებიან ლაშა კოტორაშვილი და გიორგი კუტალაძე.  როგორც ჟუკიანამ გვითხრა, მათ გარეშე ვერაფერს გახდებოდა. 
   წარმატებებს ვუსურვებთ ქალბატონ ჟუკიანას და მის გუნდს!
6