ჟურნალ Nature Plants-ში გამოქვეყნებული კვლევა გვამცნობს, რომ მცენარეთა სახეობების დაახლოებით 8%-ს, მათ შორის მოწყვლადი და გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი მცენარეების მესამედს, რთულად შესანახი თესლები აქვს. ისინი გამოშრობას ვერ უძლებენ. შესაბამისად, თესლის ბანკის ტიპური საკონსერვაციო ღონისძიებები ამ სახეობებს ვერ გადაარჩენს. ამიტომ ექსპერტები მათ დასაცავად დამატებით ძალისხმევაზე ლაპარაკობენ. ერთ-ერთი თანამედროვე მეთოდი თესლების კრიოკონსერვაციაა.
#ციფრულისოფელი #მცენარეები