მოგესალმებით ჩემო ძვირფასო ფიდსის აუდიტორიავ! მინდა მორიგი ჩემთვის გამორჩეული წიგნის შესახებ მოგიყვეთ, რომელმაც დამანახა მართლაც, რომ ცხოვრებაში წარმატებების მიღწევა არის შესაძლებელი ნებისმიერი გზით . ამ წიგნის წაკითხვით ძალიან ვისიამოვნე და ასევე დამეხმარა, რომ თვითგანვითარებისთვისაც დამეთმო დრო , რასაც ადრე არ ვაკეთებდი.
მინდა გავიხსენო ასევე ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი, ეს მომენტი და ამბავი ეხება იმას, როცა თავად რამაზ გიგაურს პირადად შევხვდი და მის წიგნზე თავად მისგან მივიღე ავტოგრაფი სამახსოვრო, ეს ჩემთვის მართლაც, რომ წინ გადადგმული ნაბიჯი იყო ცხოვრებაში, რომ გავბედე , მივედი წიგნის მორიგ პრეზენტაციაზე და ავტოგრაფიც მივიღე მასგან. ეს ყველაფერი მოხდა 25 ოქტომბერს, ჩემს დაბადების დღეს! მართლაც, რომ დაბადების დღისთვის ორიგინალური საჩუქარი გავუკეთე ჩემს თავს. წელი არ მახსოვს ალბათ იქნებოდა 2019 წელი.
მე ვთვლი, რომ ნებისმიერ ადამიანს ვისაც უნდა წარმატებული ცხოვრება და ასევე დასამახსოვრებელი მომენტებიც გქონდეს, თვითონ პიროვნება უნდა ისწრაფვოდეს ამისთვის, რომ მისთვის ცხოვრება და ცხოვრებისეული გამოცდილება კიდევ უფრო მეტად საინტერესო გახდეს <3 ყველას ვისაც არ წაუკითხავს ეს წიგნი, ბევრი რაიმე დაუკარგავას, ამიტომ თუ არის ვინმე ახალგაზრდები, ვისაც ჯერ კიდევ ამ წიგნთან შემხებლობა არ გქონიათ, ჩემი დიდი რეკომენდაცია იქნება, რომ წაიკითხოთ ეს წიგნი და დამიჯერეთ, რომ ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ ცხოვრებას სულ სხვა თვალით შეხედავთ, გახდებით კიდევ უფრო მოტივირებულები , რომ ცხოვრებაში ბევრ წარმატებებს მიაღწიოთ. ჩემი მორიგი ბლოგი შემიძლია მივუძღვნა ისევ ამ წიგნს რადგან მსურს გაგიზიაროთ, თუ ამ წიგნიდან ჩემთვის პირადად, რომელი წარმატების გასაღები მომეწონა <3 კომენტარებში ველი თქვენგან გამოხმაურებას და ასევე პასუხს, გავაგრძელო თუ არა მსგავსი კონტენტის ბლოგები?
პ.ს ამ კონკრეტული ბლოგის დაწერა ჩემთვის არის სტიმულის მომცემი, რადგან ვთვლი, რომ ჩემთვის საინტერესო მოვლენების გაზიარება ამ პლატფორმისთვის, სხვა ახალგაზრდებისთვისაც გახდება სტიმული, რომ არასოდეს დანებდნენ და ბოლომდე იბრძოლონ თავიანთი მიზნის მიღწევისკენ
ყველას გისურვებთ პოზიტიურ და წარმატებებით აღსავსე დღეს!