რას გამოიწვევს რუსების შემოსვლა ქვეყანაში.

12
  
 ყველას მოგეხსენებათ, რომ საქართველოში რუსების შემოსევაა, ლარსის საზღვართა ნაკადი გაიზარდა, ეს განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემაც.
 დამეთანხმებით,  არ არის სასიამოვნო, როცა ჩვენს ქვეყანაში, სახლში, სამშობლოში შემოდიოდეს ის ერი, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს 20 % და ამასთანავე დღითიდღე წევენ საზღვარს.
 ბევრი თავს იკავებს ამ თემაზე, თუმცა შინაგანად, დარწმუნებული ვარ, ყველა ასე ფიქრობთ, თქვენ ხომ ყველას გიყვართ სამშობლო ? თქვენ ხომ გინდათ ერთიანი, აშენებული, თავისუფალი საქართველო ? დიახ, გინდათ, შესაბამსიად, სხვანაირად ვერც იფიქრებთ.

  რა შეიძლება გამოიწვიოს ამდენი რუსის შემოსვლამ ?

 ,,მოგეხსენებათ, ჯერ არიან შემოსულები და უკვე უჭირთ იმ ქართველებს მათზე გამკლავება, ვინც მიაქირავა ვინა, არც თანხას იხდიან, არც მიდიან და ვერც ასახლებენ(კანონის თანახმად), დიახ, ეს იყო იმ მოღალატე ქართველების ბრალი, რომლებმაც ფულის გამო ქართველები, ქართველი სტუდენტები, რომლებიც სწავლისთვის იღწვიან, მომავლის შექმნას ცდილობენ, გამოყარეს  და რუსები შეასახლეს და ახლა იმკიან შეცდომებს.
 თუმცა პრობლემა ზუსტად ქართველებმა შექმნეს ბინის მიქირავებით, თუმცა საწყისი პრობლემა ისე რუსიდან იწყება.
 რუსეთის პრეზიდენტმა უკვე განაცხადა, რომ დაიცავს რუსულენოვან მოქალაქეებს და ყურადღებას მიაქცევს ამ საკითხს, ანუ რა გამოდის, რა მიზნითაც ტარდებოდა უკრაინაში ,,სპეცოპერაცია"(რუსეთის ხელისუფლების თქმით) აქაც იგივეს გაკეთებას გეგმვას(ჯერ არ სცალია უბრალოდ).
 ამასთანავე იცოდეთ, ბევრმა ისმინეთ უკვე, თბილისში, ბათუმში, უკვე ქუთაისშიც რუსების სიჭარბეა, ბათუმსა და თბილისში რუსების ხმა აჭარბებს მანქანების ხმას, გადააგვარებენ ამ საცოდავ ერს, ისედაც არ არსებულ დამოუკიდებლობასაც დავკარგავთ და შემდგომ რა იქნება ღმერთმა უწყის.
ახლა მიდის გადამწყვეტი ბრძოლა, ამოიღეთ ხმა და შეეწინააღმდეგეთ რუსებს, ეს არ ნიშნავს ომს, ეს ნიშნავს ქვეყნის დაცვას !" - წერს სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებლი. 
12