რატომ არის კვირაში ზუსტად 7 დღე?

2
თუ ოდესმე გიფიქრიათ რატომ არის კვირაში ზუსტად 7 დღე, მაშინ ეს სტატია თქვენთვისაა👇
რატომ მეორდება ეს ციკლი ზუსტად 7 და არა 6 ან 8 დღის განმავლობაში?
რატომ შედგება ჩვენი კვირა მხოლოდ 7 დღისგან?
ვინ დაადგინა ეს წესები?
რატომ და როგორ შეწყდა კვირა?
✦ ჩვენს პლანეტას ზუსტად 23 საათი, 56 წუთი 4.09053 წამი სჭირდება, რათა ერთი სრული ბრუნი შეასრულოს თავისივე ღერძის გარშემო და სწორედ ეს არის ის, რასაც ჩვენი დღის ხანგრძლივობა შეესაბამება.
ამასთანავე, ჩვენს სფეროს მზის გარშემო ერთი სრული ბრუნის შესასრულებლად 365 დღე, 5 საათი, 59 წუთი და 16 წამი სჭირდება.
თითქმის ყველა ჩვენს წარმოდგენას სხვადასხვა ინდიკატორების შესახებ აქვს ასტრონომიული ახსნა.
ამრიგად, 7-დღიანი კვირის კონცეფციაც კავშირშია ასტრონომიასთან.
✦ კოსმიური მოვლენები ყოველთვის ხელმძღვანელობდნენ კაცობირობას სხვადასხვა გზით.
ძველად, ზოგიერთი ცივილიზაცია ცის მოყვარული გახლდათ, ასეთი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბაბილონის ცივილიზაციაა - უძველესი საზოგადოება, რომლის მოსახლეობაც მესოპოტამიაში (ახლანდელი ერაყი) სახლობდა.
კოსმოსური საოცრებების ცქერისას, მოსახლეობამ საკუთარი კალენდარი შეიმუშავა, რომელიც მთვარის მოძრაობას ცხადყოფდა.
კალენდარი ასევე ნათელს ჰფენდა მთვარის ფაზების მონაცვლეობას: სრულიდან დაღმავალ ნახევარზე🌗, ახალზე🌑 და, საბოლოოდ, მზარდ ნახევარზე 🌔.
თუ წლებისა და დღეების განსაზღვრაში მზე და დედამიწა გვეხმარებოდა, მაშინ მთვარის ციკლმა კიდევ ერთი ახალი კერძი შემოგვთავაზა: საუბარია თვეების იდეაზე.
მთვარეს 4 ფაზის გასავლელად 28 დღე სჭირდება (პლუს 1, 2 დღე), რაც დაახლოებით არის ის, რასაც ჩვენ თვეს ვუწოდებთ.
ამ ფაზებს შორის გადასასვლელად მთვარეს 7 დღე სჭირდება და აქ გაჩნდა იდეა, რომ გვქონდეს 1 კვირა, რომელიც ზუსტად 7 დღეს გასტანს.
გარდა ამისა, არის კიდევ რამდენიმე ისტორია, რომელიც 7-დღიან კვირას უკავშირდება.
✦ ბაბილონელები მხოლოდ ცნობისმოყვარე ასტრონომები არ ყოფილან, ისინი ცნობილი იყვნენ ასტროლოგიაზე მიჯაჭვულობითაც.
ამბობენ, რომ ბაბილონელებმა შეადგინეს ჰოროსკოპიც, რომელშიც კვირის ყოველი დღე მიეკუთვნებოდა მზის სისტემის თითოეულ პლანეტას.
მათ შორისაა მზე, მთვარე, მარსი, მერკური, იუპიტერი, ვენერა და სატურნი.
რასაკვირველია, დღეს, მზესა და მთვარეს არ მოვიხსენიებთ პლანეტებად.
ბაბილონელებმა ყოველი 7 დღე დაუთმეს შეუიარაღებელი თვალით ხილულ 7 პლანეტას, რამაც ციფრი "7" რამდენიმე თვალსაზრისით კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახადა.
ახლა ვისაუბროთ ვერსიაზე, რომელიც ქრისტიანული და ებრაული ბიბლიის მიხედვით ასე გამოიყურება:
ღმერთმა სამყარო შვიდ დღეში შექმნა, 6-დღიანი მუშაობის შემდეგ, ღმერთმა დაისვენა.
თუმცა, ამ ვერსიათაგან, ყველაზე გავრცელებული მთვარის ფაზების კონცეფცია გახლავთ.
✦ მიუხედავად იმისა, რომ 7-დღიანი კვირის იდეა ჩვენს დროში ყველაზე აქტუალურია, ისტორიაში ციფრი შვიდი არ ყოფილა ერთადერთი ნიშანი, რომელიც კვირაში დღეების რაოდენობას უკავშირდება.
ბაბილონელებმა შეინარჩუნეს 7-დღიანი სტრუქტურა.
არსებობდა სხვა ცივილიზაციები, რომლებისთვისაც კვირის განსაზღვრება განსხვავებული იყო.
მაგალითად, ეგვიპტელებს საკუთარი კალენდარი ჰქონდათ, რომელშიც 10 დღიანი კვირა აირჩიეს, ხოლო რომაელების შემთხვევაში, მათი კალენდრის მიხედვით, ერთი კვირა 8 დღე გრძელდებოდა.
თუმცა, ბაბილონელები, კულტურის თვალსაზრისით, იმდენად დომინანტი საზოგადოება იყო რომ თანდათან მათი იდეა, კვირაში დღეების რაოდენობის შესახებ, მთელ მსოფლიოში გავრცელდა და დამკვიდრდა.
დღეს თითქმის ყველა კონტინენტი, ყველა ქვეყანა, ყველა ქალაქი და ყველა სოფელი იზიარებს შვიდდღიანი კვირის მოსაზრებას.
არაერთგზის იყო მოსაზრება, რომ 7-დღიანი კვირის კონცეფცია შეცვლილიყო, მაგრამ, როგორც ჩანს, იგი მყარად ინარჩუნებს თავს.
2