რატომ არის წარმატება სახიფათო❓❓

12
ყველაზე სახიფათო რაც შეიძლება ადამიანს მოუვიდეს ეს არის წარმატება.რაც მეტი წარმატება გვაქვს მით არაადეკვატურად ვაფასებთ სიტუაციებს.რაც უფრო წინ მიდიხარ მით უფრო არამგრძნობიარე ხდები სხვადასხვა ნიშნების მიმართ. როცა ძალიან წარმატებული ხარ აღარავის აღარ უსმენ. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი მარტო ის კი არ არის რომ ჩვენ კრიზისიდან ამოვიდეთ, მნიშვნელოვანი ნაწილი არის წარმატება გადავლახოთ. როდესაც რაღაც წარმატებას აღწევ უნდა გაანულო. მან არ უნდა შექმნას საყრდენი სხვა დანარჩენი სამყაროს აღქმისაკენ იმიტომ რომ ის ამახინჯებს მერე იმ სამყაროს როცა შენ ზემოდან უყურებ რაღაც საკითხებს.თაღლითები რას აკეთებენ როცა ბანქოს თამაშობთ? ჯერ უნდა მოგაგებინონ ეს ხომ ჩვეულებრივი თეორიაა, რაც მეტს მოგაგებინებს მით მეტს რისკავ. ცხოვრებაც ამ პრინციპით თამაშობს, პირველი წარმატება, მეორე წარმატება, მესამე წარმატება და შემდეგ მთლიანად ჩამონგრეევა დანარჩენებსაც ანულებს. ისიც უკვე აღარ გაქვს აღქმაში რომ მანამდე კარგად იყავი. ამიტოომ სიფრთხილე კრიზისის მიმართ კიი არაა საჭირო არამეედ წარმატების მიმაართ..
12