რატომ ვერ ვხედავთ ვარსკვლავებს საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან (ISS) გადაღებულ სურათებში?

4
რატომ ვერ ვხედავთ ვარსკვლავებს საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან (ISS) გადაღებულ სურათებში? 🌌
მოდით, გავარკვიოთ 👇🏼
• ISS დედამიწის გარშემო დიდი სიჩქარით გადაადგილდება.
ერთ სრულ ბრუნს კი დაახლოებით 92 წუთს ანდომებს.
დღის განმავლობაში, მზე დედამიწის ატმოსფეროს ძალიან ანათებს, ხოლო ეს სიკაშკაშე კი შორეული ვარსკვლავების სუსტ სინათლეს აჭარბებს/ჩრდილავს.
• მეორე მიზეზი კამერის პარამეტრებია.
ასტრონავტები კამერის ჩამკეტის სიჩქარეს ზრდიან, რათა კაშკაშა დედამიწის გადაღება შეძლონ, რაც ზღუდავს ვარსკვლავების აღსაბეჭდად საჭირო დაყოვნებას.
• მესამე მიზეზი ანარეკლი და ბზინვარებაა.
კოსმოსური სადგურის ფანჯრები და ზედაპირები ირეკლავენ მზის შუქს, რაც ქმნის სინათლით დაბინძურების მსუბუქ ფორმას.
ცხადია, ეს კიდევ უფრო აქრობს ვარსკვლავების ისედაც სუსტ სინათლეს.
• მეოთხე მიზეზი ატმოსფერული დაბრკოლებებია.
დედამიწის ატმოსფერო, თუნდაც ISS-ის სიმაღლეზე, ფანტავს მზის შუქს, რაც ვარსკვლავების სინათლეს კამერამდე მისვლაში უშლის ხელს.
ამრიგად, ვარსკვლავების ჩვენი პლანეტის ხელოვნური თანამგზავრიდან გადაღება ცოტათი რთული საქმეა, თუმცა შესაძლებელია მაშინ, როცა სადგური დედამიწის ღამის მხარეს გადაადგილდება.
სწორედ ამ დროს გადაღებული ფოტოს ხედავთ 👇🏼
4