მეცნიერება "დამატებითი ღრუბლების" უკან ☁️
✦ თეთრ კვალს, რომლებსაც თვითმფრინავები ტოვებენ, კონდენსირებული კვალი ეწოდება და ისინი სინამდვილეში ხელოვნური ღრუბლებია, რომლებიც წარმოიქმნება თვითმფრინავის ძრავების მიერ გამოთავისუფლებული წყლის ორთქლით.
ცაზე კიდევ ერთი ღრუბელი შეიძლება არც ისე ცუდად ჟღერდეს, მაგრამ ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ეს თეთრი კვალი თანამედროვე თვითმფრინავების განვითარებასთან ერთად იცვლება, რაც შეიძლება ძალიან ცუდი იყოს ჩვენი კლიმატისთვის.
უფრო კონკრეტულად: კონდენსირებული კვალი გახლავთ თეთრი ხაზები, რომლებსაც ცაზე, თვითმფრინავების უკან ვხედავთ.
ისინი რეაქტიული ძრავის შედეგია, რადგან იგი წვავს საწვავს. ქმნის და გამოყოფს წყლის ორთქლს, როგორც წვის ქვეპროდუქტს.
[ბუნებრივი ღრუბლებიც ხომ წყლის ორთქლია.]
ამიტომაცაა, რომ ეს კვალი ასე ძალიან ჰგავს ღრუბლებს.
ნუ, არის კიდეც ღრუბელი.
ისინი ყველაზე მეტად ჰგვანან ბუმბულისებრ ღრუბლებს და სწორედ აქ შეიძლება იკვეთებოდეს მათი მინუსები.
მეცნიერებას არ აქვს პრეტენზია ბუნებრივ ღრუბლებზე, მაგრამ აღინიშნა, რომ ბუმბულისებრი ღრუბლები მართლაც გავლენას ახდენენ პლანეტაზე.
ეს იმიტომ ხდება, რომ ასეთ ღრუბლებს შეუძლიათ პლანეტიდან კოსმოსში გამავალი სითბოს დაჭერა.
იგივენაირად იქცევიან ის ღრუბლები, რომლებსაც თვითმფრინავები ტოვებენ.
კვლევის შედეგად დადგინდა, რომ თანამედროვე ავიახომალდების მიერ დატოვებული თეთრი კვალი მეტხანს ჩერდება ღრუბლის სახით და ძნელად იშლება.
ეს იმიტომ, რომ თვითმფრინავებმა მაღალ სიმაღლეებზე დაიწყეს ფრენა, რაც წევის გავლენის შესამცირებლად ჭკვიანური ნაბიჯია, თუმცა ახლავს გვერდითი ეფექტები, ანუ კვალს მეტი დრო სჭირდება დასაშლელად.
არის თუ არა კონდენსირებული კვალი ქიმიური კვალი?
პირდაპირ გეტყვით - არ არის!
აქაც კონსპიროლოგები არიან საქმეში.
უამრავი კვლევა არ აღმოჩნდა საკმარისი იმისათვის, რომ ხალხს შეეწყვიტა ამაზე საუბარი [რომ ეს თეთრი კვალი ქიმიური კვალია].
ექსპერტების მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად, კონდენსირებული კვალი არ შეიცავს ქიმიურ ნივთიერებებს.
მომზადებულია IFLScience-ს მიხედვით.
—
#ტექნოლოგიები #ადამიანები #ავიაცია #technologies #humans #aviation